
გაზაფხულის სეზონურ ალერგიებს, მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აქვს, რა ნიშნებით ვლინდება რინიტი, ბრონქული ხველა?
როგორ ვებრძოლოთ სეზონურ ალერგიას?
როგორ გავარჩიოთ ის გაციებისგან?
ამის შესახებ, დერმატო-ვენეროლოგმა, ზაზა თელიამ გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ისაუბრა.
„ძალიან გავრცელებული დაავადებაა ალერგია, ყველაზე ხშირია ალერგიული რინიტი, რომელიც ვლინდება ცრემლდენით, ცხვირიდან გამონადენით, ალერგია არის იმუნური სისტემის მოჭარბებული მგრძნობელობა სხვადასხვა ტიპის ალერგენებზე.
ე.წ ცხვირის გამხსნელი სპრეები ინიშნება ალერგიის დროს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სტეროიდებზე დამოკიდებული არ გახდეს პაციენტი და იცოდეს მათი სწორი გამოყენება, გვერდითი ეფექტების ცილების მიზნით, აუცილებელია ცხვირის წიაღების გამორეცხვის ტექნიკა“,- აღნიშნავს ზაზა თელია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕🎥 10 მარტს ფილარმონიაში ნოდიკო ტატიშვილის სოლო კონცერტი გაიმართება