Digest Logo

🎥 რომელი სოლარიუმის აპარატია კარგი? - დერმატო-ვენეროლოგის გაფრთხილება

1782663307
დავით შიშნიაშვილი

ბევრს მიაჩნია, რომ სოლარიუმის რუჯის შედეგი და უსაფრთხოება მხოლოდ აპარატის ბრენდზეა დამოკიდებული, თუმცა რეალურად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს UV გამოსხივების ინტენსივობას, ნათურების მდგომარეობასა და ექსპოზიციის სწორად შერჩეულ დროს.

აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში, დერმატო-ვენეროლოგი დავით შიშნიაშვილი ვიდეოს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს:

„რომელი სოლარიუმის აპარატია კარგი? - საქმე კონკრეტულ ბრენდში, სალონში ან აპარატის მოდელში კი არ არის — საქმე იმ სხივშია, რომელიც კანს რუჯს აძლევს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის სააგენტოს მიხედვით, UV-გამომყოფი სოლარიუმის აპარატები კიბოს გამომწვევ პირველ ჯგუფშია — იმავე მტკიცებულების კატეგორიაში, სადაც თამბაქოს მოწევა. და როცა სოლარიუმის გამოყენება 30 წლამდე იწყება, მელანომის რისკი 75%-ით იზრდება.
დასკვნა თქვენთვის მომინდვია“, - ამბობს დავით შიშნიაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ გარდაიცვალა ქართველი გეოლოგი, მეცნიერი და პედაგოგი ელენე აბაშიძე

⭕ „გამოვემშვიდობეთ გულითადად ერთმანეთს, მას შემდეგ მათზე აღარაფერი ვიცი“ - რა ისტორიას იხსენებს ზურაბ შევარდნაძე

⭕ „ბაბუს ბიჭები“ - გიორგი ჯაჯანიძე შვილიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს