„ვამზადებთ საფულეს კეთილდღეობის მაგნიტად. კვირა მზის დღეა. დროა, ფინანსებში წესრიგი შევიტანოთ და განვიზრახოთ შემოსავლების ზრდა, ნაცვლად მორიგი „წვრილმანი ხარჯებისა, რომლებიც თითქოს თავისით გაჩნდა“, - აღნიშნულ საკითხზე რჩევებს მინეროლოგი თამუნა იოსელიანი გვიზიარებს:
„🔹 რა დაგვჭირდება:
🔹 — საფულე ზედმეტი ქვითრებისა და უსარგებლო ნივთების გარეშე;
— ოქროსფერი ან ნებისმიერი მონეტა;
— ციტრინის ქვა;
— ადგილი ფანჯარასთან, სადაც მზის სინათლე ხვდება.
✨ რა უნდა გავაკეთოთ: ✨
1️⃣ საფულიდან ამოიღეთ ძველი ქვითრები, გამოუსადეგარი ბარათები და ქაღალდები.
2️⃣ შიგნით მოათავსეთ მონეტა და ქვა, თუ გაქვთ.
3️⃣ საფულე 20–30 წუთით დატოვეთ ფანჯარასთან, მზის სინათლეზე.
4️⃣ წარმოთქვით: „მზეო, აავსე ჩემი საფულე კეთილდღეობის ძალით. დაე, ფული ჩემთან მარტივად, პატიოსნად და სიხარულით მოდიოდეს.“
ამის შემდეგ გადადგით ერთი რეალური ნაბიჯი შემოსავლისკენ: მისწერეთ კლიენტს, განაახლეთ თქვენი შეთავაზება ან დაგეგმეთ ფინანსური მიზანი მომავალი კვირისთვის.
💫 ⚠️ საბანკო ბარათები დიდხანს არ დატოვოთ მზის პირდაპირ სხივებზე“, - წერს თამუნა იოსელიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ურთიერთობის ოქროს წესი – ეს არის სიმდაბლე და მორჩილება...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕ „მეტად ხელსაყრელი პერიოდია...“ - მზე ქალწულის ნიშანში: ქეთი ოდიშელის პროგნოზი