გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე წერს.
მისი თქმით, წარმოუდგენელი ბოროტებაა იმის მტკიცება, ქადაგება, დაჯერებაც კი, რომ მხოლოდ მართლმადიდებელი მოხვდება სამოთხეში და დანარჩენი დედამიწა - ჯოჯოხეთში:
„1. რომ წავიკითხე (დავსინე) შენი მესიჯი, არანაირად არ ნიშნავს, რომ იმ წამშივე უნდა გიპასუხო. დრო ყველაზე ძვირფასი რამაა, რაც გვაბადია.
2. ვინს ყველა „სთორის“ ნახულობს და არასდროს აქვს რეაქცია, ჩვეულებრივი სტოკერია.
3. რას დავწერ და ავტვირთავ, თუ ვის რას დავუკომენტარებ სოც. მედიებში, მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია.
4. ნათესავი თუ ჩემთვის და ჩემს მიმართ კარგი ადამიანი არ არის, არაფერს არ ნიშნავს ის რაღაც გენეტიკური სიახლოვე. კარგ ურთიერთობას დამსახურება უნდა.
5. ის, რომ შენ კარგად ექცევით ვიღაცას, მას ავტომატურად კარგს არ ხდის. შეამცირეთ მოლოდინები სხვა ადამიანებში!
6. მარხვის დროს რა უფრო ტეხავს: დედის ტ¥აკის გინება თუ მწვადის ჭამა?
ცოლის ცემა თუ ხაჭაპურის მირთმევა?
7. აღდგომას, შობას რა უფრო მოეწონება ღმერთს: სიგარეტის წევაში, გინებაში თუ ჭორაობაში ტაძრისთვის მექანიკურად წრეების რტყმა თუ ქალაქში ჩამოვლა და ერთი უსახლკარო ადამიანის, ცხოველის დაპურება?
8. მენსტრუაცია არის ბუნების ნაწილი. არც თვითონ ფენომენი ტეხავს და არც მასზე ისევე საუბარი, როგორც კბილის ტკივილზე თუ ალერგიაზე.
9. ქართველები არაფრით არ ვართ აპრიორი ნიგერიელზე თუ თურქზე მეტი.
10. წარმოუდგენელი ბოროტებაა იმის მტკიცება, ქადაგება, დაჯერებაც კი, რომ მხოლოდ მართლმადიდებელი მოხვდება სამოთხეში და დანარჩენი დედამიწა - ჯოჯოხეთში.
11. სექსის აკრძალვა ბუნების წინააღმდეგ წასვლაა. ამას ადამიანების დიდი უმრავლესობა ვერ გაუძლებს. შედეგიც სახეზეა, თან კატასტროფული - პედოფილია მსოფლიოს იმ რელიგიებში, რომლებიც ცელიბატს ითხოვენ.
12. სამედიცინო და ფსიქოლოგიური კრიტერიუმებით ჰომოსექსუალური თუ ბისექსუალი ორიენტაცია ისეთივე ბუნებრივი და ჯანმრთელია, როგორც ჰეტეროსექსუალური.
მეფუტკრის და გეოლოგის დასკვნები ამ თემაზე სრულიად არაკომპეტენტური და უინტერესოა.
13. ორსულობა და მშობიარობა ასევე კაცის საქმეა, ქალი ატარებს საერთო შვილს და არა მხოლოდ თავისას!
14. ქალს აბსოლუტურად იგივე უფლება აქვს, ჰქონდეს აქტიური სექსუალური ცხოვრება, როგორც ეს აქვს კაცს.
15. ასევე იმავენაირად ნორმალურია, ქალს ჰყავდეს მასზე 10-15-20 წლით ახალგაზრდა კაცი, როგორც პირიქით.
16. ტოქსიკური, აგრესიული ოჯახის არ დანგრევა მხოლოდ ოჯახის არდანგრევის გამო, არ არის ჭკვიანი ადამიანის კრიტერიუმი.
17. ჯერ გაერკვიე ადამიანის რელიგიურ სიტუაციაში და მერე მიულოცე ზარ-ზეიმით მარიამობა თუ სვეტიცხოვლობა.
18. არანაირი მუსიკის მოსმენა არ ტეხავს. ძალიან ტეხავს, როცა სხვისი გემოვნების თვითგამოცხადებული პოლიციელი ხარ პროფესიით.
19. სექსი არ არის მხოლოდ პენეტრაცია. ორი ადამიანის ინტიმური კავშირი, თუნდაც მხოლოდ ერთობლივი მასტურბაცია, უკვე სექსია.
20. მომაბეზრებელი, გაცვეთილი და ცოტა უცნაურია, ყველა წინადადებაში სიტყვის “უფალი” მოთავსება.
საკმარისია “მადლობა”, ზედმეტია “უფალმა დაგლოცოს!”.
ლამაზია “წარმატებებს გისურვებ”, ცოტა ამპარტავნული და ექსტრემისტულია “უფალმა გაგაძლიეროს”.
21. ალბათ, ვინანებ მე-20 პუნქტს“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნებისმიერი წამოწყება იძლევა წარმატების დიდ შანსებს...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი