Digest Logo

🎥 „საქართველოს მოსახლეობის 54% ჭარბწონიანია...“ - თორნიკე ენუქიძე კვებით სტერეოტიპებსა და იაფფასიან კალორიებზე

1791363264
თორნიკე ენუქიძე

ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძე მოსახლეობაში გავრცელებულ კვებით მითებსა და ჭარბი წონის რეალურ მიზეზებზე საუბრობს.

მისი განმარტებით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიმსუქნეს იაფფასიანი, მაღალკალორიული და ნუტრიენტებით ღარიბი საკვების გამო ებრძვის.

სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ჯანსაღი კვებისთვის სოციალურ ქსელებში ატაცებული ძვირადღირებული პროდუქტები საჭირო არ არის და მთავარია ხელმისაწვდომი ინგრედიენტების - კვერცხის, ხორცისა და კარტოფილის - სწორი კომბინაცია და პორციების კონტროლი:

„ადამიანებში გვაქვს სტერეოტიპი და ჰგონიათ, რომ ვინც ჭარბწონიანია, იგი საკმარისად ნაკვებია. ყველაზე იაფიანი მაგალითად პური, არის ყველაზე კალორიული პროდუქტი. არასაკმარის ნუტრიენტებს შეიცავს. საქართველოს მოსახლეობის 54% არის მსუქანი ან სიმსუქნისკენ მიდრეკილი. ყოველი მეორე მოზარდი და ადამიანი არის ამ მდგომარეობაში. ეს ყველაფერი კი არასწორი კვების და სტერეოტიპების ბრალია.

აუცილებელია, ჯანსაღი კვების თავისებურებანი გავითავისოთ. ბევრს ჯანსაღი კვების დაწყებაში ფინანსები უშლის ხელს, თუმცა მთავარი პრობლემა, მაინც იმაზე ფიქრია - რა არის ჯანსაღი?!

ჩემთვის მაგალითად ბროკლი და არტიშოკი კი არ არის ჯანსაღი, არამედ კვერცხი და კარტოფილი. კარტოფილზე კიდევ ბევრი გვეტყვის: „არ არის სასარგებლოო“, თუმცა მე ასე არ ვთვლი. ის ყველაზე კარგი ნახშირწყლების წყაროა, უბრალოდ მიღების ფორმას გააჩნია. აქ საუბარი არ არის შემწვარზე და ფრიზე.

ჩემთვის ჯანსაღია: კვერცხი, ხორცი, ქათამი, წიწიბურა. ესენი უნდა ვაქციოთ კომბინაციებად ერთ თეფშზე. შესაძლოა მქონდეს ხელმისაწვდომობა, კვერცხზე, პურზე, ზეთზე და ა.შ. მთავარია როგორ ვაქცევთ ამ პროდუქტებს ჯანსაღად.

სოციალურ ქსელში ატაცებული პროდუქტები ყოველთვის ჯანსაღი და სასარგებლო არ არის.

მთავარ პრობლემად მაინც ის რჩება, რომ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც იაფ საკვებზე მიგვიწვდება ხელი, ამასობაში იზრდება კვების პროპორციები. ამიტომ გვჭირდება შემაკავებელი ფაქტორები, მაგალითად ცოდნა, ვარჯიში და ა.შ.

სიმსუქნე არის ჭარბწონიანობის შემდგომი პერიოდი. ეს არის ქრონიკული, მორეციდივე დაავადება. ამიტომ მასთან ბრძოლის დროს გვიწევს ნებისყოფა და შრომა, რადგან დაკლებული კილოგრამები მარტივად უბრუნდება სხეულს, როგორც კი ბალანსი დაირღვევა“, - აღნიშნა თორნიკე ენუქიძემ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სულ რომ შევაკვდე ამ საქმეს, სიმართლე გაიმარჯვებს!“- სკანდალი ქართულ შოუბიზნესში: რა მოხდა ქეთი ჩხაიძესა და „დუეტ ლეონს“ შორის

⭕ „ურთიერთობების ხელახალი ციკლი თუ ძველი სცენარის გამეორება?“ - თამარ ხოსროშვილის ასტროლოგიური პროგნოზი 10 ოქტომბრის ახალმთვარეობისთვის

⭕„სახლის ფასადი თუ შინაგანი ეგო?“ - ასტროლოგი ხათუნა ნოელი მზესა და ასცენდენტს შორის არსებულ სხვაობაზე საუბრობს

✕