Digest Logo

🎥 „სულ რომ შევაკვდე ამ საქმეს, სიმართლე გაიმარჯვებს!“- სკანდალი ქართულ შოუბიზნესში: რა მოხდა ქეთი ჩხაიძესა და „დუეტ ლეონს“ შორის

1791357895
ქეთი ჩხაიძე

მომღერალი და კომპოზიტორი ქეთი ჩხაიძე სოციალურ ქსელში სამი წლის წინანდელ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს რომ „დუეტ ლეონს“ უჩივლა.

ქეთი ჩხაიძე ძველ ვიდეოში ხსნიდა აღნიშნულის მიზეზს საჩივართან დაკავშირებით და ამჟამად წერს, რომ პირველი სასამართლო უკვე გაიმართა, სადაც ცოლ-ქმარი პროცესზე არ გამოცხადდა, მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატს კი ტყუილში ადანაშაულებს:

„დუეტ ლეონს“ ვუჩივლე. სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, ვდებ 3 წლის წინანდელ ვიდეოს, რომ გაიგოთ ლეონის თაღლითობა. 

ეს ვიდეო 3 წლის წინ არის ჩაწერილი, ახალი არ გეგონოთ!

ახლა „დუეტი ლეონის“ რეიტინგი ისეა დაცემული, ვერასდროს შემწვდება!

ჩემი რეიტინგი კი მოწოდების სიმაღლეზეა, რადგან მე ნამდვილი ვარ და სხვისთვის არ მომიპარავს სიმღერები!

3 წელი ველოდებოდი ამ დღეს! 3 წელი გაიწელა და დღეს პირველი პროცესი გვქონდა ქუთაისის სასამართლოში, სადაც წვერავა და კენჭიაშვილი არც გამოცხადდნენ. თავისნაირი ადვოკატი ჰყავთ აყვანილი, რომელიც მარტო მობრძანდა პროცესზე და იმდენი ტყუილი თქვა, ყველა გაოცებული დაგვტოვა!

მაგრამ ფაქტები სხვას ამბობს და მორიგი თაღლითობა არ გაგივათ! სულ რომ შევაკვდე ამ საქმეს, სიმართლე გაიმარჯვებს!

ყველანაირი ფაქტი სასამართლოში დევს და კიდევ როგორ ბედავთ ტყუილებს?!

ხავსს ეჭიდებით?

მაგასაც ვნახავთ, ბოლოს რას მოეჭიდებით“, - წერს ქეთი ჩხაიძე ვიდეოს კომენტარებში.

ვრცლად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ურთიერთობების ხელახალი ციკლი თუ ძველი სცენარის გამეორება?“ - თამარ ხოსროშვილის ასტროლოგიური პროგნოზი 10 ოქტომბრის ახალმთვარეობისთვის

⭕„სახლის ფასადი თუ შინაგანი ეგო?“ - ასტროლოგი ხათუნა ნოელი მზესა და ასცენდენტს შორის არსებულ სხვაობაზე საუბრობს

⭕„ვარჯიშის გარეშე შესაძლოა ემოციებმა აგიტაცოთ...“ - 7 ოქტომბრის ენერგიები

✕