საშარდე გზების ინფექცია და შარდის შეუკავებლობა - რატომ აწუხებთ ეს ორი პრობლემა უმეტესად ქალებს?
- უროლოგმა ალექსანდრე ხელაიამ გადაცემა „იმედის დღის“ ეთერში, ქეთი ასათიანის რუბრიკაში აღნიშნულ თემაზე ისაუბრა.
„86% საშარდე გზების ინფექციებისა მოდის ქალებზე. დანარჩენი მოდის მამაკაცებზე. ეს სტატისტიკაა, თუმცა სტატისტიკა არ მიყვარს თუმცა ცოცხალი ორგანიზმია და არაფერი უნდა გამოვრიცხოთ. ქალბატონებში თირკმელების უდიდესი პრობლემა არის. მიზეზი არის ქალბატონების ანატომია, შედარებით მოკლე შარდსადენი მილი. საშოს ფლორის ძალიან ადვილი დარღვევის მექანიზმი. საშარდე გზებში არსებული ცვლილებები არ არის მხოლოდ მათი რაღაც ანტიბიოტიკებით მართვა. ამან შესაძლოა მაქსიმუმ 3 თვიანი შედეგი მოგვცეს. უნდა გამოვიკვლიოთ როგორ დადგა ეს შედეგი და რამ გამოიწვია“, - აღნიშნა ალექსანდრე ხელაიამ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: