
როგორ მოვემზადოთ დიდი მარხვისთვის? - ამის შესახებ გადაცემაში „ერთსულოვნება“ საბურთალოზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი საუბრობს და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
„ეს მარხვა გამორჩეულია სხვა მარხვებისგან, ჩვენ ახლა ვემზადებით აღდგომის დღესასწაულთან შესახვედრად.
აღდგომა კი ეს არის ჩვენი გამოხსნის დღეს და ეშმაკის ტყვეობისგან განთავისუფლების და სამოთხის კარის გახსნის დღე.
ახლა არის უძღები შვილის კვირაა და ეკლესია გვასწავლის და გვამზადებს, რომ ჩვენ, რაც არ უნდა მძიმე ცოდვაში ჩავარდეთ და ცუდ მდგომარეობაში ვიყოთ, ეკლესიას უნდა დავუბრუნდეთ და მივიდეთ უფალთან, სწორედ ახლა ამ კვირაში შეგიძლიათ მოხვიდეთ ეკლესიაში.
შემდეგი კვირა კი არის საშინელი სამჯავროს კვირა - ღმერთი და ეკლესია გვასწავლის, რომ გველოდება საშინელი სამჯავრო და ჩვენი ცოდვებისთვის პასუხისგება.
უნდა ვილოცოთ და ვიყოთ სინანულში. ქრისტიანი ადამიანი ყველაფერს სიყვარულით უნდა აკეთებდეს.
დიდმარხვის წინა პერიოდი არის ნუგეში და ამიტომ ეს პერიოდი უნდა გაიაროთ ზედმიწევნით, თორემ ერთბაშად მარხვის დაწყება რთულია. ასკეტური ცხოვრებისთვის მიდის მზადება, და ადამიანი ვინც ამ ყველაფერს იცავს უფრო მარტივად გადის ეს მარხვის პერიოდი. ჩვენი მარხვით ვკლავთ ვნებებს, და ღმერთმა ინებოს ეს მარხვაც მშვიდობით ჩავატაროთ“, - ამბობს გიორგი გოგიჩაიშვილი.
ცნობისთვის, აღდგომის მარხვა იწყება 3 მარტს და დასრულდება 20 აპრილს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ უნდა მივაყოლოთ ყავას წყალი? - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
⭕„იღბლიანი ვარ, მაგრამ ერთი სერიოზული ნაკლი მაქვს...“ - როლანდ ოქროპირიძე