
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და ახლა უნდა „პოსტ ალიონის“ გუნდის წევრი როლანდ ოქროპირიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს იმის შესახებ თუ რამდენად იღბლიანია ადამიანებში.
მისი თქმით, იღბლიანი ადამიანი, თუმცა აქვს ნაკლიც.
„იღბლიანი ვარ, მაგრამ ერთი სერიოზული ნაკლი მაქვს – დავუშვათ, გოგო მომწონს, ხშირად შევმცდარვარ მასში. ხომ არის, გაიცნობ ადამიანს, მოგეწონება და ფიქრობ, ეს ის ადამიანია, ვისთანაც უნდა გქონდეს ურთიერთობა. გავა ცოტა ხანი, რაღაც ნაწილში მოგწონს, დანარჩენი, უბრალოდ, არ იცი, მაგრამ იმდენად მინდა ხოლმე, რომ გაგრძელდეს ეს ურთიერთობა, რაღაც კონკრეტულ თვისებებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ადამიანს, მე ჩემს გუნებაში მივაწერ ხოლმე. დადებით თვისებებს ვგულისხმობ. უარყოფითი თუ გამოავლინა, ვთვლი, რომ ეს ახლა, ერთხელ მოხდა და სინამდვილეში ასე არ არის. შინაგანად მის მხარეს ვარ. ასეთ დროს ბევრჯერ შევმცდარვარ.
ადამიანისთვის მიმიწერია ისეთი თვისებები, რომლებიც რეალურად არ ჰქონია, მაგრამ მე მინდოდა, რომ ჰქონოდა და ძალდაუტანებლად ვაჯერებდი ჩემს თავს. ამ დროს, თვითონ სულაც არ გიმტკიცებს არაფერს“, - ამბობს მსახიობი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ უნდა მივაყოლოთ ყავას წყალი? - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!