Digest Logo

🎥 შესაძლებელია თუ არა ორსული ქალის მუცლის ფორმით ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრა? - რას ამბობს რეპროდუქტოლოგი

1762543273
შესაძლებელია თუ არა ორსული ქალის მუცლის ფორმით ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრა - მანანა მგალობლიშვილი განმარტავს

„თუ ორსულ ქალს მრგვალი და მაღალი მუცელი აქვს, მას ეყოლება გოგო. ხოლო თუ აქვს მოგრძო და დაბალი მუცელი, მაშინ მას ეყოლება ბიჭი - რამდენად მართალია ეს?“, - ამის შესახებ ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი საუბრობს და საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს. 

„აღნიშნული მოსაზრება მომდინარეობს იმ პერიოდიდან, როდესაც ექოსკოპია არ არსებობდა და სანამ ქალი არ იმშობიარებდა, მანამდე ბავშვის სქესი არავინ იცოდა. ამიტომ, ცდილობდნენ, სხვადასხვა ნიშნით ბავშვის სქესი ჯერ კიდევ ორსულობის დროს ამოეცნოთ.

სხვადასხვა კალენდარი არსებობდა და სხვათა შორის, ახლაც არსებობს - მთვარის ფაზის მიხედვით, დაბადების თვის მიხედვით, ორსული ქალის ხასიათის მიხედვით და ასე შემდეგ. მაგრამ, სამეცნიერო კვლევებით არც ერთი მათგანი არ დასტურდება. ორსულს შეიძლება, მრგვალი და მაღალი მუცელი ჰქონდეს, როგორიც გოგო ნაყოფს ახასიათებს, მაგრამ ბიჭი დაიბადოს და პირიქით“, - ამბობს მანანა მგალობლიშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕9 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე რეტროგრადული მერკური გველოდება - რატომ არის ეს პერიოდი სახიფათო და რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელმა

🎥 „კვერცხი ერთ-ერთი საშიში ინგრედიენტია, მის ზედაპირზე არსებობს სალმონელას ბაქტერიის არსებობის რისკი“ - როდის და როგორ უნდა გავრეცხოთ კვერცხი?

⭕„როდესაც სიყვარულის პლანეტა ამ ნიშანში ხვდება, ის კარგავს თავის ჩვეულ სიმსუბუქეს და აქ სიყვარული აღარ არის უბრალოდ გართობა“ - დავით ნიბლაძე ვენერას მორიელში გადასვლაზე