
მხედველობის გაუმჯობესება, ძვლების გამყარება, კანისა და თმის ჯანმრთელობა, მეხსიერების პრობლემების შემცირება.
როგორ მოქმედებს კვერცხის მიღება ადამიანის ჯანმრთელობაზე და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კვერცხის ყიდვისას?
ამის შესახებ „იმედის დილის“ სიუჟეტში ვრცლად ისაუბრეს.
„კვერცხი ყველა ასაკის ადამიანის საყვარელი პროდუქტია. ის უამრავი კერძის მთავარი ინგრედიენტია. კვერცხის ცილის შემადგენლობაში შედის ყველა სასარგებლო ამინმჟავა, რომლის მიღებაც მზა სახითაა საჭირო. კვერცხი A,E,K,D,B სახის ვიტამინებს.
დღეში ერთი კვერცხის მიღებითაც შეძლებთ, რომ წონა აკონტროლოთ. იგი სწრაფად დაგანაყრებთ, დაგიქვეითებთ მადას და მეტაბოლიზმს შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით სასარგებლოა მისი საუზმეზე მირთმევა.
ექიმები ვახშამზე მირთმევასაც ურჩევენ ხალხს, არის ასეთი მოსაზრება, რომ თუ საღამოს, დაძინებამდე 2 საათით ადრე, ორი კვერცხის ცილა მიიღეთ, შესაძლოა დილით 200-300 გრამით დაკლებულმა გაიღვიძოთ“,- ამბობენ „იმედის დილის“ თანაწამყვანები, ექიმი ოთარ ტატიშვილი და თამარ კობახიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ბოდიშს ვუხდი ყველას, აუცილებლად მივალ“ - რა დაემართა გიორგი კეკელიძეს?