ნაკლები, მაგრამ ხარისხიანი ნივთების ყიდვა ნამდვილი ხელოვნებაა - თუ გინდა იპოვო შენი სტილი და შენმა გარდერობმა შენზე „იმუშაოს“, შევკარით 5 მთავარი წესი, რომელიც თქვენი შენაძენის უკეთ შეფასებაში დაგეხმარებათ.
ეს არ არის აკრძალვების სია — ეს არის გონიერი სტრატეგია, რომელიც ფულის დაზოგვასა და ,საკუთარი სტილის პოვნა დაგეხმარებათ.
წესი №1
გარდერობი კარგია მაშინ, როცა მისი საფუძველი — რიგიანი ბაზა — სწორად არის აწყობილი. ხარისხიანი საბაზო ნივთები არ ნიშნავს მოწყენილობას, პირიქით, ეს არის სტრატეგიული ჭკუა. ისინი ქმნიან სტრუქტურას და ამარტივებენ დანარჩენ გადაწყვეტილებებს. როცა ეს ჩარჩო მზადაა, შემდეგ უკვე მშვიდად და გააზრებულად ამატებ გამორჩეულ ნივთებს — არა იმპულსურობით, არამედ იმიტომ, რომ ისინი ნამდვილად გამოხატავენ შენს სტილს. ასე იქმნება თავდაჯერებული, სილუეტი, სადაც ყველაფერი ლოგიკას ემორჩილება და არა ქაოსურ შოპინგს.
წესი №2
ნივთი შეიძლება ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ არ ქმნიდეს ნამდვილ კომფორტს. ჯობია ერთხელ ინვესტიცია გააკეთო ქაშმირში, ვიდრე იყიდო ხუთი სინთეტიკური სვიტერი, რომლებიც ორ რეცხვაში ფორმას დაკარგავს. ხარისხიანი მასალა არა მხოლოდ დიდხანს ძლებს — ის უკეთ ჯდება სხეულზე, უფრო ძვირფასად გამოიყურება და მთლიანად ცვლის იმიჯის შეგრძნებას. სწორედ მატერია არის ის უხილავი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს, მოგეწონება თუ არა ნივთი ერთი წლის შემდეგაც.
წესი №3
ნებისმიერი ახალი ნივთის ყიდვამდე წარმოიდგინე, რომ ეს ნივთი უკვე ერთი კვირაა სახლში გიდევს. გახსენდება თუ არა სიამოვნებით? აწყობ თუ არა მის გარშემო ლუქებს? გინდა მისი ჩაცმა ხვალვე? ეს მარტივი „მენტალური ტესტი“ შესანიშნავად აჩვენებს, რამდენად ჯდება ეს ნივთი შენს რეალურ ცხოვრებაში. თუ ფანტაზიაშიც კი არ გიცვლის ემოციას, რეალობაში მით უფრო არ გახდება შენი.
წესი №4
ზოგი ნივთი იდეალურად ჩანს მხოლოდ პირველ შეხედვაზე, მაგრამ ყიდვის შემდეგ ნამდვილ თავის ტკივილად იქცევა. თუ სვიტერს საჭიროა ყოველ 20 წუთში გაუტაროთ ორთქლი, შარვალს — ერთი ჩაცმის შემდეგ ქიმწმენდა, და ქსოვილი ყოველი მოძრაობით იჭმუჭნება — ეს ნივთი უბრალოდ არ გამოადგება ყოველდღიურობაში. მოვლის პრაქტიკულობა ხარისხის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. იყიდე მხოლოდ ის, რასაც ზუსტად იმდენი ყურადღება სჭირდება, რამდენის გაღებაც შენ შეგიძლია — წინააღმდეგ შემთხვევაში, ნივთი ვერ „იმუშავებს“ შენზე.
წესი №5
ყიდვამდე დაუსვი საკუთარ თავს ერთი უბრალო, მაგრამ ძალიან გულწრფელი კითხვა: რამდენჯერ ჩავიცვამ ამ ნივთს რეალურად? თუ იცი, რომ 20–30-ჯე მაინც ჩაიცვამ — შესანიშნავი, საჭირო შენაძენია. თუ მხოლოდ ერთი ბუნდოვანი შემთხვევა გახსენდება — დიდი შანსია, ნივთმა კარადაში გაცილებით მეტი დრო გაატაროს. ეს რეალისტური, ეკონომიური მიდგომა არაფერს გიზღუდავს — უბრალოდ გეხმარება ინვესტიცია გააკეთო იმ ნივთებში, რომლებიც ნამდვილად გჭირდება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ანიტა აბგარიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა
წყარო: www.beaumonde.ge