საბავშვო ევროვიზიას წელს პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, ანიტა აბგარიანი წარადგენს. „ევროვიზია 2025“ ამჯერად საქართველოში თბილისის სპორტის სასახლეში 13 დეკემბერს გაიმართება.
მანამდე კი ანიტა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ესტუმრა და თავი დაალოცინა:
„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დღეს საბავშვო ევროვიზია 2025-ზე საქართველოს წარმომადგენელი ანიტა აბგარიანი ესტუმრა.
პატრიარქმა დალოცა ანიტა აბგარიანი, ასევე კონკურსის მონაწილე ყველა ბავშვი.
საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 13 დეკემბერს თბილისში, ოლიმპიურ ქალაქში ჩატარდება“, - აღნიშნულია პირველი არხის ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ქალები სად არიან?“ - ქართველი მოგზაურების იმედგაცრუება და თავგადასავალი ირანულ ტრადიციულ ქორწილში