Digest Logo

🎥 „ტატუ არ უნდა იყოს უშინაარსო“ - ტატუარსტისტი ლაშა ჩხაიძე არასრულწლოვნებს მიმართავს

1776761541
ლაშა ჩხაიძე

ტატუირების მზარდი პოპულარობის ფონზე, ცნობილი ტატუარსტისტი ლაშა ჩხაიძე საზოგადოებას, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნებსა და მათ მშობლებს, მნიშვნელოვანი რეკომენდაციებით მიმართავს. მისი თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მოზარდები მშობლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ ტატუს გაკეთების ნებართვის მისაღებად.

ლაშა ჩხაიძე მოუწოდებს მოზარდებს, თავი შეიკავონ მშობლებზე მანიპულაციური ქმედებებისგან.

მისი განმარტებით, მშობლის მხრიდან აკრძალვა ხშირად შვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვითაა განპირობებული:

„ვიცი, რომ ტატუები დღევანდელ ცხოვრებაში გახდა ძალიან აქტუალური. მიკავშირდება ბევრი არასრულწლოვანის მშობელი, ძირითადად დედები - ეს არასრულწლოვნები მაქსიმალურად ცდილობენ, მშობლებზე განახორციელონ ზეწოლა, რომ გაიკეთონ ტატუ. 

მე მინდა მოგიწოდოთ თქვენ, რომ მაქსიმალურად ეცადოთ არ განახორციელოთ ზეწოლა მშობლებზე. მე მესმის, მშობელი, როცა რაღაცას გიშლით, მაინც წახვალთ და სადღაც მაინც გააკეთებთ, მშობელი იმას მაინც ეცდება, რომ ტატუ სუფთა გარემოში გაიკეთოთ და არ აიკიდოთ უამრავი დაავადება, ტატუს საშუალებით.

როცა ტატუს უშინაარსოდ იკეთებთ, სჯობს არ გაიკეთოთ. მაქსიმალურად ეცადეთ გაითვალისწინოთ თქვენი მომავალი მდგომარეობა“, - ამბობს ლაშა ჩხაიძე. 

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by LASHA CHKAIDZE | tattoo artist NYC (@lasha_chkhaidze_lefty)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მოსალოდნელია სასიყვარულო შეტყობინება, ფლირტი ან ახალი, ძალიან ნაზი გრძნობის დაბადება“ - 21 აპრილის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕„დღეს არ ღირს ურთიერთობების გარკვევა, მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, ახალი პროექტების წამოწყება“ - 21 აპრილის ასტროპროგნოზი

⭕„აიღეთ ჭიქა წყალი და ვერცხლისფერი ნივთი დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ...“ - მარსის რიტუალი, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ