ექიმი - ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე, რომელიც სოციალურ ქსელში საზოგადოებას სამედიცინო სახის ვიდეორგოლებს უზიარებდა, დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა კვლავ დაბრუნდა და ამჯერადაც იგი ადამიანებს, უსასყიდლოდ საინტერესო და სასარგებლო რჩევებს კვლავ გაუზიარებს.
ამჯერად მედიკოსი სეზონურ ინფექციებზე საუბრობს - თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ადამიანები არსებულ ინფექციებსა და მოაძლიერონ იმუნიტეტი.
„როცა საუბარია სეზონურ გრიპზე, როდესაც იმ ადამიანთან გაქვს კონტაქტი ვისაც ვირუსი აქვს შენ სიმპტომები 1-დან - 4 დღეში გამოგევლინება.
მთავარი სიმპტომები არის - ტემპერატურის მატება, მშრალი ხველა და მიალგია, იგივე კუნთების ტკივილი“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
თუმცა, მისი თქმით ეს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შესაძლოა 65 წელს გადაცილებულ ადამიანში არ შეგხვდეს.
რაც შეეხება იმუნიტეტის გაძლიერებას, როგორც იგი ამბობს საუკეთესო საშუალებაა ამისთვის სპეციალური ჩაი.
„სპეციალური ჩაი, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ 300 გრამი c ვიტამინი და 5 გრამი თუთია, დღეში 2-ჯერ მუშაობს იდეალურად“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
ექიმი ასევე საზოგადოებას, სახლის პირობებში იმუნიტეტის ასამაღლებლად ურჩევს გამოიყენონ ლიმონი და ჯანჯაფილი.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ 🎥 „ქალს ყველაზე მეტად ბედნიერება უხდება!“ - კადრები შორენა ბეგაშვილის გრანდიოზული დაბადების დღიდან