ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც ნეგატიურ ემოციებსა და მისგან გამოწვეულ დაავადებებზე ისაუბრა.
„აღმოჩნდა რომ ფიზიკური დაავადებების 92% არის ფსიქოლოგიური ხასიათის, მხოლოდ 8% კი შეიძლება ჩაითვალოს გენეტიკურად. იმუნიტეტი თუ გაქვს სუსტი, ამის უკან დგას ხანგრძლივი სტრესი. თუნდაც ის, რომ ხშირად ცივდებით, ეს ფსიქოლოგიასთან ძალიან დიდ კავშირშია. თითოეულ დაავადებას აქვს კონკრეტული მიახლოებული ფსიქოლოგიური მიზეზი. აი მაგალითად, როდესაც რამის თქმა გვინდა და ვერ ვამბობთ, გვიწევს რომ გადავყლაპოთ. ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში ყელის ტკივილის სახით გვიბრუნდება. შაკიკი ძალიან ხშირად ემართებათ პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს. წელის ტკივილის უკან კი უფულობის შიში დგას. დაავადებების შიში ვისაც აქვს, ხშირად სტკივათ ყელი და ვირუსები ემართებათ“, - აღნიშნა ფსიქოლოგმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რუსუდან ბოლქვაძე იუბილარია - როგორ ემზადებოდა თუმანიშვილის თეატრი იუბილესთვის?
🎥 „მოძებნეთ და იგრძენით ის ბედნიერება, რასაც მე განვიცდი ახლა...“ - ანი ბებია ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს