ინდური ხალხური მედიცინის სპეციალისტი არუნ ხათრი სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს რჩევებს ჯანსაღი კვების შესახებ.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ცხოვრების წესის გაუმჯობესებაზე წერს:
„წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ არაჯანსაღ ჩვევებს მხოლოდ 30 დღეში ვერ შეცვლით.
არაუშავს, თუ გეჩვენებათ, რომ თქვენი პროგრესი ნელია.
თქვენ არ ჩამორჩებით — თქვენ გამოჯანმრთელების გზაზე ხართ.
ნუ იქნებით შეპყრობილი სწრაფი შედეგებით.
დაიწყეთ თქვენი ყოველდღიური ძალისხმევის დაფასება.
ყოველდღიური პატარა ცვლილებები დროთა განმავლობაში დიდ შედეგებს იძლევა.
ნუ შეადარებთ თქვენს გზას სხვისას.
თქვენი ერთადერთი კონკურენტი ის ადამიანია, ვინც გუშინ იყავით.
განაგრძეთ გზა. იყავით მომთმენი. შეინარჩუნეთ თანმიმდევრულობა.
თანმიმდევრულობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სისწრაფე.
თუ ეს სიტყვები თქვენთვის მნიშვნელოვანია, გაუზიარეთ ეს პოსტი იმ ადამიანს, ვისაც დღეს ცოტა მოტივაცია სჭირდება.
თქვენმა ერთმა გაზიარებამ შეიძლება ვინმეს შეახსენოს, რომ ნელი პროგრესიც პროგრესია — მთავარია, არ დანებდე“, - წერს არუნ ხათრი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: