
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი მამა თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ მამა თეოდორე გიგნაძის მორიგ საინტერესო ქადაგებას:
„ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული განწყობით ვართ, როდესაც მარხვა იწყება. რა ხდება ამ დროს? - ვფიქრობ აქ ღვთის მადლი მოქმედებს. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ეს გრძნობა და განცდა, არა საქმეში, არამედ ემოციებში ახდენს საკუთარ თავს. არ ხდება რაღაც არსობრივად ცხოვრება. გაუვლია დიდ მარხვებს ცხოვრებაში და გვიგრძნია, რომ ვერ მივიღეთ ის რასაც ველოდით.
აუცილებელი პირობა, იმისათვის, რომ მარხვის დიდებულება იგრძნო, მხოლოდ საკვების მოკლება არ არის მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია ღვთის მსახურებები. სამწუხაროდ ღვთის მსახურების სრული ციკლი ვერ ტარდება საერო ცხოვრებაში, როგორც ტაძარში. ამ სიტყვების მიერ იძირება განსაცვიფრებელ სასულიერო პოეზიაში, რომელიც მართლაც საღვთო მადლით არის გამოძერწილი. ამას ჩვენ მოკლებულები ვართ. ზოგჯერ საერო ეკლესიებშიც კი.
იმ ლიტურგიებს, რაც ტაძარში ტარდება ამას მაინც თუ გულისყურით მოეკიდება, ამაშიც იპოვის ჭეშმარიტებას. მხოლოდ კვირა დღის წირვა არ კმარა ოღონდ. განცდის დონეზე ვერ ექნება, რომ დიდ მარხვაში იმყოფება.
აუცილებელია წმინდა მამებისა და წმინდა წერილების წაკითხვა. თუ ამას ქრისტიანი არ კითხულობს, მაშინ იგი იგონებს თავის ქრისტიანობას.
შედეგად ვიღებთ გულგრილ რელიგიურობას. მას სიხარული არ აქვს არც ღვთისმსახურებაში და არც ღვაწლში. ან აქვს დემონური მხურვალება გულში, რასაც ხიბლი და ფანატიზმი ჰქვია. შუალედური გზა, ის ფაქიზი და ჩუმი, ტკბილი, ნათელი ცეცხლი ეს მდგომარეობა ადამიანს, რომ ჰქონდეს, მან უნდა იცოდეს ის ძვირფასი განძი, რაც ეკლესიაშია დაუნჯებული“, - ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ იკლავს ამდენი ცნობილი კორეელი ადამიანი თავს? - ცნობილი ინფლუენსერი მიზეზებზე ალაპარაკდა
🎥 მელანომა, კანის ყველაზე საშიში კიბო - როგორ ამოვიცნოთ და ავიცილოთ?! კოტე თოდუას რჩევები
🎥 „ოჯახური ღირებულების ტრადიცია“ - რომელიც ტრადიციები მოსწონთ ყველაზე მეტად საქართველოში?