Digest Logo

თორნიკე კვარაცხელია კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს

1738678345
თორნიკე კვარაცხელია

საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ძმა, თორნიკე კვარაცხელია კარიერას თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

თორნიკე კვარაცხელია თავდაპირველად „თბილისის დინამოს“ აკადემიაში ითამაშებს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მიმართებით კლუბის პოლიტიკას, დიდი შანსია, მას მთავარ გუნდში გამოსვლის შანსი მალევე მიეცეს.

14 წლის ფეხბურთელი „დინამოში“ გადასვლამდე „ინტერის აკადემიაში“ ირიცხებოდა.

ასევე, თორნიკე კვარაცხელია საქართველოს 16 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ღირსებასაც იცავს, სადაც 3 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რუსეთის ჰოკეის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ დაუშვეს

⭕„გავრცელებული ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება“ - იაშვილის კლინიკა

🎥 „კეთდება მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობაში...“ - ექიმი ლაშა ჯაყელი სუნთქვითი ვარჯიშების რეკომენდაციას გვიზიარებს

წყარო: www.crystalsport.ge