Digest Logo

რუსეთის ჰოკეის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ დაუშვეს

1738676339
რუსეთის ჰოკეის ეროვნული ნაკრები

ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთის ეროვნული ნაკრები 2026 წელსაც ამ ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ტურნირებზე არ დაიშვება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

„4 თებერვალს ჩატარებული ჰოკეის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ დაიშვება“, - განაცხადეს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციაში.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. რუსეთის და ბელარუსის ჰოკეის გუნდებს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალეს.

როგორც რუსეთის ჰოკეის ფედერაციის საერთაშორისო საკითხთა წარმომადგენელმა პაველ ბურემ განაცხადა, რუსეთის ჰოკეის ფედერაცია საერთაშორისო ფედერაციის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გავრცელებული ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 120 ბავშვი იმყოფება, სინამდვილეს არ შეესაბამება“ - იაშვილის კლინიკა

🎥 „კეთდება მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობაში...“ - ექიმი ლაშა ჯაყელი სუნთქვითი ვარჯიშების რეკომენდაციას გვიზიარებს

⭕„New Balance-ის ამბასადორები ვიქნებით“ - საბა საპანაძე სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს