გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც საკუთარი თავის შეცნობასა და შეყვარებაზე წერს:
„საკუთარი თავის მოწონება არის ფუნდამენტი, ღერძი, რომელიც ამყარებს საკუთარ თავზე დადებით წარმოდგენას და ამავდროულად გვიადვილებს სხვებთან ურთიერთობას.
- არ მოგწონს თავი?
- არა უშავს, ისწავლე!
ძალიან ბევრი საქციელი ექვემდებარება დასწავლას, მეცადინეობას, გამეორებას და ბოლოს ქცევის რეპერტუარში მკვიდრდება.
ადამიანები ჩემთან ერთად გადიან სხვადასხვა სწავლის პროცესებს, მაგალითად სწავლობენ დესტრუქტიული აზრების ჩანაცვლებას კონსტრუქტიულით, სწავლობენ ზოგადად გამოჯანმრთელებას, საკუთარი თავის მოწონებას და შეყვარებას.
ყველას გვაქვს საკმარისად ელემენტები, გინდ გარეგნობაში, გინდ გამოსხივებაში, ხასიათში, ნონვერბალურ საქციელში, რაც მოსაწონია.
ჩვენ უბრალოდ უნდა გადავწყვიტოთ მთელი სერიოზულობით:
ხვალიდან მე ვიწყებ ჩემი თავის მოწონების სწავლას.
გამოიყენეთ ტელეფონი, მისი კამერა. მერე ისწავლეთ მოწონებული სურათის ფეისბუკზე თუ ინსტაგრამზე ატვირთვა.
გაეპრანჭეთ თავს სარკეში, კარგი რაღაცები უთხარით, სხვადასხვა სტილი თუ ჩაცმულობა მოსინჯეთ, პატარა შოუც დადგით - ვითომ მოდელი ხართ, ან ცნობილი ვარსკვლავი, მომღერალი და ასე შემდეგ.
ტვინი ამ ყველაფერს აკვირდება, ხედავს და თქვენ სასარგებლოდ გამოიყენებს.
ეს ყველაფერი გაიმეორეთ რეალურ ცხოვრებაში: გაბედეთ რამე ახლის ჩაცმა, ან ვარცხნილობა, თმის ფერი, ახალი სუნამო.
კაცებში წვერების მოშვება, ან გაპარსვა, ასევე ვარცხნილობა, სტილი, ახალი აქსესუარი, სურნელი.
ახალი რაღაცები ადვილად იქცევს ყურადღებას და კომპლიმენტებიც მოდის.
ეს კი მსგავსი საქციელის განმეორების სურვილს ბადებს.
დამიჯერე, კარგი ხარ, ლამაზიც, მიმზიდველიც და სექსუალურიც. ოღონდ ეს შენც უნდა დაიჯერო, რომ ქარიზმაში და ეშხში გადავიდეს საკუთარი თავის დავასების ვიბრაციები.
აბა, ხვალიდან იწყებთ ახალი საგნის შესწავლას, ვისაც ჯერ არ გისწავლიათ.
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დედის ფიქრსა და გრძნობაში მარცხდება სიტყვა „შეუძლებელი“ - გია მურღულია
⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე - მაღალია ავარიების ალბათობა“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
⭕„თუ ქრისტიანები ვართ — ჩვენ არა გვაქვს უფლება ცუდად ვიმეტყველოთ...“ - რას ამბობს თეოდორე გიგნაძე