Digest Logo

🎥 „უსაფუძვლო შიშები ვაქცინაციასთან დაკავშირებით აფერხებს დროულ პრევენციას“ - ექსპერტების გაფრთხილება!

1752826027
ცოფი, ტეტანუსი და ბავშვი

მოსახლეობაში კვლავ გვხვდება უსაფუძვლო შიშები ვაქცინაციასთან, განსაკუთრებით ცოფისა და ზოგადად ვაქცინების მიმართ, რაც ხელს უშლის დროულად საჭირო აცრების გაკეთებას.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს ფაქტორი მნიშვნელოვან დაბრკოლებად იქცევა დაავადებების პრევენციაში.

ცოფი, ტეტანუსი და ბავშვი - ამ თემის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“  ლალი ჩხეიძე, ბავშვთა ქირურგი საუბრობს და საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას უზიარებს.

ექიმის განმარტებით, ვაქცინაცია აუცილებელია მაშინ, როდესაც ცხოველი აზიანებს ადამიანს - იქნება ეს ნაკაწრი, ნაკნები თუ სხვა დაზიანება, ან თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებული არე შესაძლოა ცხოველის ნერწყვის მოხვედრით საფრთხის შემცველი გახდეს.

„ვაქცინაცია მაშინ კეთდება, როდესაც ცხოველი აზიანებს ადამიანს, აცრას არ წყვეტს წუთები, თუმცა სასურველია დროულად მოხდეს ვაქცინაცია, რადგან ამ შემთხვევაში პაციენტი მაქსიმალურად არის დაცული იმ ვერაგი დაავადებისგან რასაც ცოფი ჰქვია, რადგან სიმპტომური ცოფის მკურნალობის მეთოდი დღეს მსოფლიოში არ არსებობს და მთავრდება 100%-ით ფატალურად. შანსი და აზრი აცრას ყოველთვის აქვს“, - ამბობს ბავშვთა ქირურგი. 

მისი თქმით ყველაზე საშიში ადგილები დაზიანებისთვის არის - მიდამოები, რომელიც ახლოს არის ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან, თავი, სახე, კისერი, ხელის და ფეხის თითები, ასევე გენიტალიები.

„ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება ოჯახის ცხოველი, თუ მაწანწალა აუცილებელია პაციენტს ჩაუტარდეს აცრა. მიკროტრავმაც საკმარისია, როგორც ცოფის, ასევე ტეტანუსის შემთხვევაში “, - ამბობს ლალი ჩხეიძე.

 

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველაფერი უხდება ამ გოგოს“ - თიკა ფაცაციას და ქსოვრელების ექსპერიმენტი, რომელიც სოცქსელს იპყრობს

🎥 „არ არის სასურველი ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია“ - 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებზეც რეტროგრადული სატურნი განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს - ⭕„ურთიერთობების სფეროში რადიკალური ცვლილებები ელოდებათ“