აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი ერთ-ერთი დაფასებული ადამიანია ბავშვთა განათლებისა და აღზრდის სფეროში, რომლის ლექციებს უამრავი პედაგოგი და მშობელი მუდამ ინტერესით ელის.
იგი „სალომე კასრაძის პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც იმ სამ პირობაზე ისაუბრა, რომელიც შვილის გაჩენამდე ცოლ-ქმარმა ღმერთს უნდა მისცეს:
„მივმართავ მამასაც, დედასაც!
შვილები უნდა გააჩინონ, უთუოდ. ქართველი ხალხი ძალიან ნიჭიერი ხალხია, მსოფლიოს ამარაგებს ქართველი ნიჭით, და ხომ გვინდა, აქაც დაგვრჩეს ნიჭიერი ხალხი. მაგრამ, ვიდრე გააჩენ, მაღლა უნდა შეხედო უფალს და 3 პირობა უნდა დაუთქვა:
✅ ოღონდაც შვილი მომეცი, ოღონდაც კეთილი სული მომეცი და იმდენი დრო მექნება მისი გაზრდისთვის, რამდენიც საჭიროა. არ ვიტყვი: „დრო არ მაქვს“.
✅ იმდენი მოთმინება მექნება, რამდენიც ბავშვს სჭირდება. არ ვიტყვი: „გავბრაზდი, გავღიზიანდი“. არ ვიჯიჯღინებ.
✅ იმდენი სიყვარული მექნება, საზღვარი არ ჰქონდეს; ბავშვს სიყვარულში ჩავძირავ. მომეცი, რა, ეგეთი შვილი.
ეს უნდა თქვას დედამაც და მამამაც!
თუ არ გცალია, ბიზნესს ქალბატონო, ბატონი ბრძანდებით და ბავშვი სხვას მიაბარე, ესე იგი იმისთვის გაგიჩენია“, - ამბობს შალვა ამონაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მარკუს მეტრეველი მეუღლეს დაშორდა: „ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ...“
⭕„მარტო ნუ ეცდებით კედლის აშენებას, დაიხმარეთ სპეციალისტები“ - 24 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი
⭕„მოერიდეთ კონფლიქტებსა და კამათს, ემოციები პიკზეა“ - თაკო მელიქიშვილი 24 თებერვლის ენერგიებზე