Digest Logo

მარკუს მეტრეველი მეუღლეს დაშორდა: „ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ...“

1771920940
მარკუს მეტრეველი

მუსიკოსი, მომღერალი და დიზაინერი მარკუს მეტრეველი ქართულ შოუბიზნესში საკმაოდ ცნობილი ფიგურაა. 

ცნობილი გახდა, რომ იგი იმ მეუღლეს დაშორდა, რომელიც ციხეში გაიცნო. 

ამის შესახებ ინფორმაცია გადაცემაში „სარკასტიკა“ თავად მომღერალმა დაადასტურა:

„კი, მართალია, დავშორდი მეუღლეს. დაშორების არანაირი მიზეზი არ არის, გარდა იმისა, რომ ახალ ეტაპზე ვართ ორივე. 

აგარაკი გავაკეთეთ ორივემ ერთად, ფულიც ორივესი იყო, საკმაოდ დიდი რესურსის ჩადება მოგვიწია და დღემდე ვაგრძელებთ განვითარებას! 

არ მიხარია, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მას და ვაფასებ“, - ამბობს მარკუს მეტრეველი. 

აი, რას ამბობდა 2024 წელს მომღერალი მის მეუღლეზე ერთ-ერთ გადაცემაში:

„მეუღლე არის ფანტასტიკური ადამიანი. აბსოლუტურად ყველაფერში არის ჩემს გვერდით. მე ამ ადამიანით გავძლიერდი.

ნანა ცინცაძეს ჰქონდა ციხეში საღამო და მომიწვია მეც, როგორც მეგობარი. იქ ახლდა ნანას ლალი და მომიწია ასეთ უცნაურ გარემოში მისი გაცნობა. იქამდე ჩვენი ორივეს ცხოვრება ციხეს ჰგავდა და მაგის შემდეგ ორივესთვის ეს ციხე ჩამოიშალა“, - ჰყვებოდა მარკუს მეტრეველი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მარტო ნუ ეცდებით კედლის აშენებას, დაიხმარეთ სპეციალისტები“ - 24 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი

⭕„მოერიდეთ კონფლიქტებსა და კამათს, ემოციები პიკზეა“ - თაკო მელიქიშვილი 24 თებერვლის ენერგიებზე

⭕„ცხოვრება? - შეგიძლია სხვაგვარი აირჩიო, თუ განვითარებისა და მსახურების უკეთეს შესაძლებლობას მოგცემს.... და ღმერთი? ამის პასუხი არავის აქვს“ - რას წერს გია მურღულია