ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ბავშვების ფსიქოტიპების შესახებ წერს.
მისი თქმით, ყოველი ბავშვი ინდივიდუალურია და მისთვის შეცდომები დასაშვებია.
„ყოველი ბავშვი ინდივიდუალურია, განსაკუთრებით ხაზგასმით გეტყვით, დედმამიშვილებსაც ეხება ეს;
ყველა ბავშვი - პიროვნებაა;
ყველა ბავშვს უფლება აქვს ჰქონდეს ბავშვობა;
ბავშვი უნდა იყოს:
ლაღი
ცელქი
სპონტანური
თავისუფალი საუბარში და აზრის გამოხატვაში
თავისუფალი ემოციების გამოხატვაში
თავისუფალი არჩევანში
თავისუფალი ექსპერიმენტებში და ძიებაში
ბევრი კითხვებით დახუნძლული
შეცდომები მისთვის დასაშვებია და აუცილებელი კი აქვე, მინდა იმის აღნიშვნა, რომ ამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ასპექტში, ბუნებრივია, უნდა იყოს გათვალისწინებული გონივრული საზღვრები“, - წერს ნანა ფიფია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: