Digest Logo

„ყველა ღალატი უცებ არ იწყება – ზოგჯერ ნიშნები მანამდე ჩნდება“ - რას წერს ფსიქოლოგი

1789108357
 გიორგი რაზმაძე

ღალატი წყვილის ურთიერთობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ემოციური კრიზისია, რომელიც ნდობის სრულ მსხვრევასა და ღრმა ფსიქოლოგიურ ტრავმას იწვევს. ფსიქოლოგთა და წყვილთა თერაპევტების თქმით, ორგულობის მიღმა ხშირად არა მხოლოდ გრძნობების განელება, არამედ ემოციური დისტანცია, დაუკმაყოფილებელი საჭიროებები და კომუნიკაციის ნაკლებობა დგას, თუმცა სწორი მიდგომისა და ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, კრიზისის გადალახვა და ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანა შესაძლებელია.

აღნიშნულ საკითხზე ფსიქოლოგი გიორგი რაზმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რჩევებს გვიზიარებს:

„• უცებ იწყებს საკუთარ გარეგნობაზე განსაკუთრებულ ზრუნვას – იცვლის სტილს, მეტ ყურადღებას აქცევს ჩაცმას და გარეგნობას, თუმცა ამის მიზეზს არ ხსნის .

• საუბარში ხშირად ახსენებს ახალ ადამიანს – თითქოს შემთხვევით, მაგრამ ამ ადამიანის სახელი და ამბები სულ უფრო ხშირად ჩნდება.  

• შენს ნაკლოვანებებს იმაზე მეტად ამჩნევს, ვიდრე ადრე – იწყებს შედარებას, კრიტიკას და გიჩენს განცდას, რომ მისთვის საკმარისი აღარ ხარ. 

• თქვენს ურთიერთობას სხვანაირად უყურებს – ხშირად ამბობს, რომ „თავისუფლება სჭირდება“, „არ იცის, რა უნდა“ ან თითქოს ურთიერთობაში ეჭვი შეაქვს.  

• ქცევაში ისეთი ცვლილება ჩნდება, რომლის ახსნაც რთულია – სიტყვებით ყველაფერი კარგადაა, მაგრამ შინაგანად გრძნობ, რომ რაღაც შეიცვალა.

ყველა ასეთი ცალკე აღებული ნიშანი ღალატს არ ნიშნავს. მაგრამ როცა სახეზე ნიშნების ერთობლიობაა, მათი იგნორირება არ ღირს.

თუ გრძნობ, რომ შენი პარტნიორი შეიცვალა და ვერ ხვდები, ეს უბრალოდ ურთიერთობის კრიზისია თუ თქვენს შორის უფრო სერიოზული რამ ხდება“, - წერს გიორგი რაზმაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გამოიჩინეთ სიფრთხილე ცეცხლთან...“ - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა: ქეთი ოდიშელის პროგნოზი

⭕„ახალი ეტაპი იწყება“ - 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე ძლიერ გავლენას მოახდენს: ნინა ხომერიკის პროგნოზი

⭕„თუ დაძაბულობას იგრძნობთ, მიიღეთ შხაპი, დადექით წყლის ქვეშ და წარმოიდგინეთ, როგორ გშორდებათ ყველაფერი ზედმეტი...“ - თაკო მელიქიშვილი 11 სექტემბრის ენერგიებზე