ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძე „არა სერიოზულ პოდკასტში“ ჯანსაღი კვების პრინციპებსა და კვების სფეროში არსებულ მითებზე საუბრობს.
მისი თქმით, გაუმართლებელია პაციენტებისთვის საბჭოთა დროინდელი, მოძველებული დიეტების დანიშვნა.
სპეციალისტი აღნიშნავს, რომ დღეს აუცილებელია დიეტოლოგისა და ნუტრიციოლოგის ფუნქციების მკაფიო გამიჯვნა, რათა მოსახლეობა მცდარი ინფორმაციისა და არასწორი მკურნალობისგან დაცული იყოს:
„ჯანსაღი კვება პირველ რიგში კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან და შემდეგ კეთილდღეობასთან. უნდა ვიცხოვროთ აუცილებლად და ეს უნდა გავიაზროთ.
შეიძლება, ზოგჯერ ისეთ ექიმთან მივიდეთ და დაგვინიშნოს დიეტა, რომელიც მაგალითად „საბჭოთა კავშირის“ დროს შეიქმნა, რაც რა თქმა უნდა, არასწორი მიდგომაა. ამ დიეტის შესახებ კიდევ მსოფლიოში არ გამიგია, მხოლოდ ფურცელზე წერია ეს დიეტა. ეს ყველაფერი ჭკუიდან მშლის.
ამ ქაოსში აუცილებელია ყველა სპეციალისტს დაერქვას თავისი სახელი. ამიტომ საჭიროა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს მაგალითად დიეტოლოგია, ნუტრიციოლოგია და ა.შ.
დიეტოლოგია არის სფერო, სადაც წინა პლანზეა კლინიკური ნუტრიციოლოგია. ამ შემთხვევაში დაავადება უნდა იყოს ქრონიკული ან მწვავე. დიაგნოზი უნდა ფიგურირებდეს. ნუტრიციოლოგი კი არის ადამიანი, რომელიც უფრო მეტად პრევენციულ ნაწილს მიუყვება. ამ შემთხვევაში იცის თავისი ზღვარი და საჭიროების შემთხვევაში უნდა გადაამისამართოს. ამიტომ გვაქვს ინფორმაციული ქაოსი დღევანდელ საზოგადოებაში“,- აღნიშნა თორნიკე ენუქიძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: