ღიმილი მხოლოდ ემოციის გამოხატვა არ არის - თანამედროვე მედიცინასა და ფსიქოლოგიაში „გელოტოპედია“ ანუ სიცილისა და ღიმილის თერაპია სტრესთან ბრძოლისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება.
მკვლევრების განმარტებით, გულწრფელი ღიმილის დროს ტვინი აქტიურად გამოყოფს „ბედნიერების ჰორმონებს“ - ენდორფინებსა და დოფამინს, რაც ამცირებს სტრესის ჰორმონ კორტიზოლს.
აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოთერაპევტმა ლალი ბერიძემ ისაუბრა:
„საინტერესო კვლევა ჩატარდა „ბერკლის უნივერსიტეტში“, გამოსაშვები საღამოს სურათები აიღეს, რომელშიც ადამიანები გულით იღიმებოდნენ და ადამიანები, რომლებიც მოღუშული სახეებით იყვნენ. 30 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა რომ ვინც გულწრფელად იღიმებოდა, ისინი ბევრად შემდგარები, წარმატებულები იყვნენ, კარგი ოჯახები ჰქონდათ და საშუალოდ 7 წლით მეტს ცხოვრობდნენ.
სამნაირი ღიმილი არსებობს, როცა ოდნავ იღიმები, შემდეგ ტუჩებით გაღიმება და ნამდვილი ღიმილის დროს სახეც და თვალებიც ღიმილის. როდესაც არ გვეღიმება და უნდა გავიღიმოთ მხოლოდ მოვალეობის მიზნით. ამ დროს მხოლოდ ტუჩის კუთხეები იღიმის. როცა ნამდვილად იღიმები, შინაგანი განწყობაც იცვლება.
უპრობლემო ადამიანი არ არსებობს, თუმცა ღიმილი მნიშვნელოვანია, იცი რომ ეს პრობლემა ოდესღაც დამთავრდება და მომავალს უღიმით. პერსპექტივას უნდა უყურო და იფიქრო, რომ ცხოვრება გრძელდება. ცხოვრება უნდა გიყვარდეს და უნდა იღიმოდე.
აუცილებელია დილა დავიწყოთ კარგი განწყობით, თუ მაინც და მაინც კარგ ხასიათზე არ ხართ, ადექით საწოლიდან, ჩაიხედეთ სარკეში და საკუთარ თავს გაუღიმეთ“, - აღნიშნა ლალი ბერიძემ.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვარჯიშის გარეშე შესაძლოა ემოციებმა აგიტაცოთ...“ - 7 ოქტომბრის ენერგიები