როგორ ვიპოვოთ ძალა საკუთარ თავში თვითგანვითარებისთვის? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგიის ექსპერტმა და ლექტორმა ზურა მხეიძემ ისაუბრა.
როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, აუცილებელია საკუთარ თავში გარკვევა და ამის შემდეგ ცხოვრებაში შებიჯება. ყველაზე ბედნიერები კი ვიქნებით მაშინ, როცა საკუთარ ცხოვრებას თავად დავწერთ და არა სხვისი კარნახით.
„ჩვენ ყველაფერზე ვზრუნავთ, თმებზე, წონაზე. არასდროს არ ვფიქრობთ ერთი კვირა გავიდა ტვინში მოგვემატა რამე თუ არა. თქვენი გონება ეჩვევა იმპულსების მიღებას და 100-გვერდიანი წიგნი უინტერესო ხდება. რაც მალე არ ხდება თქვენთვის უინტერესოა. ცხოვრებაში, რომ შედიხარ ჯერ ცხოვრების მიმართ უნდა განსაზღვრო შენი პოზიცია. თუ ცხოვრებაში შეხვედი ერთეული, იქნები სულ ნერვიული, დაბალანაზღაურებადი, შეუმდგარი. მეორე ვარიანტში ნიჭიერი ხარ, მაგრამ მარტო შენ იცი. ვიღაცამ უნდა გამოიაროს და შეგამჩნიოს, ის არაფერს გააკეთებ. მესამე ვარიანტში მაღალანაზღაურებადი შემდგარი და პოპულარული ხარ. მეოთხეში შენი ცხოვრების სცენარის ავტორი შენ ხარ. კონკრეტულ დეტალზე მოტივაცია ვერ გექნება. იმიტომ არის, რომ ბედნიერება მიდის და მოდის“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ადამიანს ლხინი რომ ექნება მიულოცე, ჭირში კი მიუსამძიმრეო “ - მსახიობი ჯანო იზორია დედაზე
⭕საბა საზონოვს მუხლზე ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
🎥 „კარგი სიტყვაა ბოდიში...“ - რა განსაკუთრებული ძალა აქვს ბოდიშის მოხდას?