Digest Logo

„ყველაზე დაღლილი ოჯახში უფროსი შვილები არიან“ - რას წერს ფსიქოლოგი

1769088089
ფსიქოლოგი

ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, ხშირად ოჯახის სიმძიმე მხოლოდ მშობლების მხრებზე არ არის, არამედ უფროსი შვილების, რომელთაც უხილავი ტვირთი აიღეს საკუთარ თავზე. 

„შენ რომელი შვილი ხარ ოჯახში? იცით, რომ ყველაზე დაღლილი სული ოჯახში ხშირად უფროსი შვილები არიან?

მრავალშვილიან დედას ხშირად ეკითხებიან - როგორ აუდიხარ ამდენ საქმეს? და აღფრთოვანებას გამოხატავენ მის მიმართ...მაგრამ თითქმის არასოდეს სვამენ იგივე კითხვას უფროსი შვილებისადმი, რომლებმაც ოჯახში არსებული ვითარების გამო ბავშვად ყოფნის უფლება დაკარგეს. 

შენ უფროსი ხარ და დაუთმე, ვერ ხედავ რომ პატარაა და არ ესმის, შენ დიდი ხარ და უნდა ხვდებოდე,
ეთამაშე, გაართე, იზრუნე, გაასეირნე...

ისინი დროზე ადრე იზრდებიან და სწავლობენ სხვების გათვალისწინებას, ისინი ხშირად მშობლების გვერდით ირგებენ ადგილს ოჯახურ სისტემაში და ეს ძალიან მძიმე ტვირთია.

მოზარდობაში შესაძლოა ეს მათ ახარებდეთ, რადგან ყველა ბავშვს და მოზარდს უნდა „დიდობა“, თუმცა უკვე ზრდასრულ დამოუკიდებელ ცხოვრებაში მათ გარშემო ხშირად თამაშდება შემდეგი სცენარები:

კოლექტივში მათ უწევთ წამყვანი როლის აღება საკუთარ თავზე და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მათზეა, სამსახურში ხშირად ყველაზე დიდი სამუშაოც მათზე გადადის, თუმცა ტაში სხვისია...

- საკუთარ შექმნილ ოჯახშიც და პარტნიორობაშიც, გამწევი ძალაც ისინი არიან და ემოციური და ფიზიკური გადაწვა, წყენა იმის გამო რომ არ გაფასებენ და გამოყენებულის განცდა გიჩნდება, მათთვის კარგად ნაცნობი სიტუაციაა...

ყველაფერი რაც ჩვენი ბავშვობის ტრავმულ სცენარს წარმოადგენს, შემდეგ ზრდასრულ ცხოვრებაში ჩვენი გარდაუვალი არჩევანი გვგონია, რადგან როგორც არ უნდა შევუთანხმდეთ ჩვენს თავს:

არ მივცემ უფლებას ასე მომექცნენ, არ ავიღებ ჩემს თავზე დიდ პასუხისმგებლობას, აღარ ავიკიდებ ჩემს თავზე სხვის საკეთებელს - არ გამოდის!

რადგან ეს პროგრამაა. იცით როგორ მუშაობს პროგრამა? როცა მაღვიძარა დაყენებულია ყოველ 6:00 საათზე დარეკვის რეჟიმზე, ის აუცილებლად დარეკავს თუ არ შეხვალ მაღვიძარას „სეთინგებში“ და გამორთვას არ მიუთითებ.

ჩვენი ცხოვრებისეული სიტუაციების ძალიან დიდი ნაწილი არის არა ჩვენი არჩევანი, არამედ ოჯახიდან ან ოჯახური სისტემიდან წამოღებული პროგრამა, რომელიც გადატვირთვას და განახლებას ექვემდებარება“,  - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„აღარ ვაპირებ ჩემი შვილის ბებია-ბაბუას, შეღავათი გავუწიო და ყველგან ვიტყვი, რომ არასწორები არიან, არ არიან ღირსები, ასეთი შვილიშვილი ჰყავდეთ“ - რას ჰყვება ნეკა დოროყაშვილი

⭕რატომ არ შეიძლება ბავშვის ტუჩებში კოცნა და ერთი ჭურჭლიდან ჭამა? - ეს უნდა იცოდეთ!

⭕„ყოველი აზრი, ყოველი დარტყმა და ყოველი ამოსუნთქვა იზიდავს კეთილდღეობას“ - ფულის მოზიდვის რიტუალი, რას გვირჩევს მინეროლოგი