Digest Logo

„ზღვაში ჩასვლა არ შეიძლება, თუ ადამიანი წნევის წამლებს იღებს! ვინ იხრჩობა ყველაზე ხშირად? ვინც ცურვა იცის, იმიტომ, რომ...“ - როგორ გადავარჩინოთ ადამიანი დახრჩობას?!

1721825285
პედიატრი, ინსტრუქტორი

გადაუდებელი დახმარების უსაფრთხოების ინსტრუქტორი, პედიატრი თათული სხირტლაძე გადაცემაში „შუა დღე“  იმყოფებოდა სტუმრად, სადაც საუბრობდა მეტად საჭირბოროტო საკითხზე - თუ როგორ გადავარჩინოთ ადამიანი ზღვასა და მდინარეში დახრჩობას?!

მისი თქმით, მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არის პრევენცია - და მეორე ვიცოდეთ, როგორ გადავარჩინოთ ადამიანი დახრჩობას.

სპეციალისტის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, სანამ საბანაოდ შევლენ ადამიანები არის ნიშნები რასაც ყურადღება უნდა მიაქციონ მოქალაქეებმა, რომელიც აღნიშნავს, დაშვებულია თუ არა იმ ადგილას ბანაობა ნებადართული.

„მნიშვნელოვანია ცურვის ცოდნა, რომელიც ამცირებს რისკებს, მაგრამ არ გამორიცხავს დახრჩობას. რთულია ზღვასა და მდინარეში ცურვა, რადგან მდინარეში ცურვისას აქ არის უკონტროლო მასა წყლის, მოდის ქვები, ხის მორები. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ თუ ადამიანი წნევის წამლებს იღებს, არ შეიძლება ზღვაში ჩასვლა. არსებობს მშრალი დახრჩობა, როცა სპაზმის გამო წყვეტს ადამიანი სუნთქვას…ვინ იხრჩობა ყველაზე ხშირად? ვინც ცურვა იცის, იმიტომ, რომ ვინც არ იცის ისედაც არ შედის ზღვაში. ასევე ბავშვები, რომლებიც რისკებს ვერ აფასებენ და შიში არ აქვთ. ბავშვები ყოველთვის დიდების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ მუდმივად, ზღვაში თუ აუზზე ან ბასეინში. არ შეიძლება შესვლა ზღვაში, ალკოჰოლის ან სედატიური მედიკამენტების მიღების შემდეგ, რადგან ქვეითდება ადეკვატური რეაქციის უნარი“, - ამბობს გადაუდებელი დახმარების უსაფრთხოების ინსტრუქტორი, პედიატრი თათული სხირტლაძე.