Digest Logo

🎥 „ზღვითა და აუზით ინფექცია არ გადადის“ - მანანა მგალობლიშვილის განმარტება და რჩევები ზაფხულის სეზონის შემდგომ გართულებებზე

1790068558
მანანა მგალობლიშვილი

გავრცელებული მითის საპირისპიროდ, ზღვისა და აუზის წყლით გინეკოლოგიური ინფექციების გადაცემა არ ხდება - ამის შესახებ ექიმმა გინეკოლოგმა და რეპროდუქტოლოგმა, გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

ექიმის თქმით, ტენიანობა და სიცხე იდეალურ გარემოს ქმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის, რის გამოც აუცილებელია ჰიგიენური წესების დაცვა, ხოლო პროფილაქტიკის მიზნით, გინეკოლოგიური ექოსკოპია, პაპტესტი და მცირე მენჯის ორგანოების გამოკვლევა ყოველ 6 თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს:

„ძალიან ხშირია ზაფხულის შემდეგ ან ზაფხულში, როდესაც ვისვენებთ ზღვაზე და აუზზე სხვადასხვა ინფექციები. აქვთ საშოდან გამონადენი, ქავილი, წვა. შეიძლება იყოს ყველა ერთად ან რომელიმე ერთ-ერთი. ამბობენ რომ ზღვიდან გადამედოო, ან გამწვავდაო. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ზღვით არ ხდება გადაცემა რაიმე ინფექციის, არც აუზით.

რატომ ხდება მაშინ?

ზღვაზე როდესაც მიდიხარ, იცვლი გარემოს. ორგანიზმი ხვდება უჩვეულო გარემოში. ასევე არის ის, რომ სხეული უფრო მეტად სველ მდგომარეობაში იმყოფება. თან სველი, თან სიცხე და ეს სწორედ ის პირობებია, რომელშიც შესაძლოა, გამრავლდეს ბაქტერიები. ეს არ ნიშნავს იმას რომ ზღვიდან გადმოგვედო ბაქტერია. ზღვის წყალი პირიქით სასარგებლოდ ითვლება, თუ რა თქმა უნდა, სუფთაა. 

უნდა დავიცვათ ასევე რამდენიმე წესი: როცა საცურაო კოსტიუმით ვიბანავებთ, არ უნდა გავიჩეროთ ძალიან დიდი ხანი სველ მდგომარეობაში. არ უნდა შევიშროთ. ეს ყველაფერი არის მაპროვოცირებელი. იცვლება ცხოვრების რეჟიმი, ძილი, კვება, ყველაფერი მოქმედებს ორგანიზმზე და ერთგვარი სტრესიც კი არის. ქვეითდება იმუნიტეტი. ამ პერიოდში ხდება ბაქტერიული ბალანსის დარღვევა.

ფარისებრის ექოსკოპია, სასქესო ორგანოების, სარძევე ჯირკვლების, გინეკოლოგიური ექოსკოპია, პაპტესტი ან პაპილომა ვირუსის მაღალ რისკზე ანალიზი აუცილებელია ჩავიტაროთ ყოველ 6 თვეში ერთხელ. ნაწილი ამ კვლევების არის უფასო“, - აღნიშნა მანანა მგალობლიშვილმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ კვირის დღეების ასტროპროგნოზი - „იყავით ფრთხილად“

⭕„იარეთ ფეხშიშველმა, შეიწოვეთ შემოდგომის მზის სითბო...“ - შემოდგომის ბუნიობა და მზე სასწორში

⭕ რატომ იზიდავ მუდმივად მანიპულატორ კაცებს? - ფსიქოლოგის განმარტება