Digest Logo

„იარეთ ფეხშიშველმა, შეიწოვეთ შემოდგომის მზის სითბო...“ - შემოდგომის ბუნიობა და მზე სასწორში

1790058403
შემოდგომის ბუნიობა

გვიახლოვდება შემოდგომის ბუნიობის დღე, რომელიც წელს 23 სექტემბერს, თბილისის დროით 04:05 საათზე დადგება.

სწორედ ამ დროს მზე სასწორის ნიშანში გადადის და ბუნება წონასწორობის იდეალურ სურათს წარმოგვიდგენს.
სინათლე და სიბნელე, დღე და ღამე თითქმის თანაბარი ხანგრძლივობის ხდება.

ამ მომენტიდან ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დღე-ღამის ბნელი მხარე თანდათან იწყებს ნათელ მხარეზე გადასწრებას და ჩვენ ბუნებრივი ციკლის სრულიად სხვა ნახევარში შევდივართ - უფრო მშვიდ, ღრმა პერიოდში, რომელიც ხელს უწყობს განვლილი 6 თვის შეჯამებას, რესურსების შენარჩუნებასა და შინაგან გარდაქმნას.

„ეს დღე წონასწორობის წერტილია, რომელიც მომავლისკენ მიმავალ გზას გვიხსნის. შემოდგომის ბუნიობის მნიშვნელობა კი გაცილებით ფართოა, ვიდრე მხოლოდ ასტრონომიული სეზონის ცვლილება. სიმბოლურად ეს არის ბალანსის წერტილი, მომენტი, როდესაც განსაკუთრებით სასარგებლოა საკუთარ ცხოვრებას სასწორის ორ თასად შევხედოთ და საკუთარ თავს ვკითხოთ: სად არის დღეს ჩემი წონასწორობა?

რა არის შემოდგომის ბუნიობა?

ეს არის მომენტი, როდესაც დღე და ღამე ხანგრძლივობით ერთმანეთს უტოლდება. სინათლე და სიბნელე წონასწორდება როგორც ბუნებაში, ისე ჩვენში. ეს არის ბალანსის, ჰარმონიისა და განულების მომენტი.

შემთხვევითი არ არის, რომ ძველად ეს დღე საკრალურ დროდ მიიჩნეოდა. ადამიანები მადლობას უხდიდნენ მიწას მოსავლისთვის, აჯამებდნენ განვლილ ზაფხულს და ემზადებოდნენ ახალი ეტაპისთვის - წლის ბნელი ნახევრისთვის.

შემოდგომის ბუნიობის დღე, როგორც წლის ბორბლის ოთხი საკრალური წერტილიდან ერთ-ერთი, ყოველთვის ითვლებოდა ძლიერ პერიოდად, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ჩიხური სიტუაციიდან გამოვიდეთ, გავაცნობიეროთ წარუმატებლობის მიზეზები და საკუთარი სამყარო ნაყოფიერების, სიუხვისა და კეთილდღეობის ენერგიებით შევავსოთ. ამიტომ შემოდგომის ბუნიობას მსოფლიოს სხვადასხვა ხალხი განსაკუთრებულ დღესასწაულად აღნიშნავდა.

მაგალითად, ძველი სლავები შემოდგომის ბუნიობის დღეს დიდ დღესასწაულს - ტაუსენს აღნიშნავდნენ. ითვლებოდა, რომ სწორედ შემოდგომის ბუნიობის დღეს მხიარული და ენერგიული ზაფხულის მზე კუპალო თავის უფლებამოსილებას მშვიდ და დინჯ შემოდგომის მზეს - ოვსენს გადასცემდა. ამ დღისთვის ყოველთვის ცხვებოდა უზარმაზარი თაფლის ნამცხვარი, თითქმის ადამიანის სიმაღლის.

ეს ნამცხვარი ღმერთებისადმი მადლიერების სიმბოლო იყო მიღებული სიკეთისთვის და იმ მოსავლისთვის, რომელიც ზაფხულმა მოიტანა. ასევე, სწორედ შემოდგომის ბუნიობის დღეს სრულდებოდა ზამთრისთვის სოკოებისა და სამკურნალო ბალახების შეგროვება. ძველი კელტები კი აღნიშნავდნენ მაბონის დღესასწაულს, რომელიც მოსავლის აღების დასრულებას ეძღვნებოდა. იაპონიაში შემოდგომის ბუნიობის დღე დღემდე ოფიციალური სახელმწიფო დღესასწაულია.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ შემოდგომის ბუნიობის დღეს, მას შემდეგ, რაც მზე სასწორის ნიშანში გადავა, მისი ენერგია წონასწორობისა და კომპრომისებისკენ გვიბიძგებს. ჩვენი წინაპრები გრძნობდნენ სასწორის ნიშანში გადასული მზის ვიბრაციებს. ამიტომ შემოდგომის ბუნიობის შემდეგ იწყებოდა ქორწილების სეზონი.

მომდევნო თვეში განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ადამიანებთან მეტი კონტაქტი, მეტი ურთიერთობა, საზოგადოებაში უფრო ხშირად ყოფნა და ზოგადად უფრო მეტად გამოჩენა. ხელსაყრელია პარტნიორული პროექტების დაწყებაც. ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ მზე სასწორში დაცემულ მდგომარეობაშია. ამიტომ ჩვენს ეგოს სრულად გამოვლენა უჭირს და პარტნიორების მხარდაჭერა გვჭირდება. მზე სასწორში მოგვიწოდებს, ბალანსი სწორედ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში ვიპოვოთ.

შემოდგომის ბუნიობის დღეს კი, სანამ მზე ამ ნიშანში, სასწორში გადავა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ძველი ვალის დაფარვა, მათი გაცემა ან დაბრუნების პირობებზე ხელახლა შეთანხმება. ასევე, რეკომენდებულია ყველა ძველი დავის მოგვარება. როგორც უკვე ვთქვით, შემოდგომის ბუნიობის დადგომის შემდეგ წინა პლანზე სწორედ ურთიერთობები გამოვა.

შემოდგომის ბუნიობის დღეს, თითქოს ხიდზე ვდგავართ წარსულსა და მომავალს შორის. ერთი მხრივ, მიდის ძველი, ის, რამაც უკვე ამოწურა საკუთარი თავი. მეორე მხრივ კი, ჩვენს წინაშე ახალი შესაძლებლობები იხსნება. ამიტომ შემოდგომის ბუნიობა არის მომენტი, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავჩერდეთ და საკუთარ თავს გულწრფელად ვუპასუხოთ: რისი გაგრძელება მინდა ახალ სეზონში და რის დატოვება მინდა წარსულში?
შემოდგომის ბუნიობა ზაფხულის ასტრონომიული დასასრული და შემოდგომის დასაწყისია.

ჩვენს სულში კი ეს შეიძლება აღიქმებოდეს როგორც გადასვლა გარე აქტივობიდან შინაგან მუშაობაზე. ამ პერიოდში ხდება ტემპის შენელება, საკუთარი ჩვევების გადახედვა, წესრიგის დამყარება, განსაკუთრებით კი აზრებში, გრძნობებსა და გეგმებში.

და, რა თქმა უნდა, ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მადლიერება. გაიხსენეთ, რა სიკეთე მოიტანა თქვენთვის წლის განვლილმა ნახევარმა. მადლობა გადაუხადეთ ადამიანებს, მოვლენებს და სირთულეებსაც კი, რადგან ისინიც გვასწავლიან და წინ წასვლას გვაიძულებენ. მადლიერება კი ჰარმონიის გასაღებია. გულწრფელ მადლიერებას უზარმაზარი გამწმენდი ძალა აქვს. და თუ მათ გულწრფელად გადაუხდით მადლობას, შესაძლოა მრავალი ნეგატიური კარმული პროგრამა დაიხუროს.

თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს შემოდგომის ბუნიობას ერთი ძალიან კარგი თავისებურება აქვს. ის უფრო მეტად მომავლისკენ გახედვას გვიბიძგებს, ვიდრე წარსულისკენ მიბრუნებას. 2026 წლის შემოდგომის ბუნიობის თავისებურება ის არის, რომ მზე სასწორის ნიშანში მარტო არ შედის. მის გვერდით იმყოფება თეთრი მთვარე სელენა, რომელიც ქალწულის 28-ე გრადუსზე მდებარეობს. ეს შეერთება ნიშნების საზღვარზე მოქმედებს. სიმბოლურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

თეთრი მთვარე მფარველი ანგელოზის სიმბოლოა და დაკავშირებულია დაცვასთან, უმაღლესი ძალების მხარდაჭერასთან, განზრახვების სიწმინდესთან და სწორი არჩევანისთვის ერთგვარ ჯილდოსთან. სელენა, რომელიც სასწორის ნიშანში გადასულ მზეს უერთდება, ჩვენთვის ყველაზე სწორ მიმართულებას გამოკვეთს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ის სიმბოლურად სწორედ ნათელ მხარდაჭერასთან, დაცვასთან, განზრახვებისა და აზრების სისუფთავესთან არის დაკავშირებული. შესაძლებლობები მაშინ იხსნება ჩვენს წინაშე, როდესაც სინდისის შესაბამისად ვმოქმედებთ და სასურველის მიღებას საეჭვო საშუალებებით არ ვცდილობთ.

თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მზე, თეთრ მთვარესთან ერთად, წელს იალქნის კონფიგურაციის მწვერვალად იქცევა, რომელშიც ყველა უმაღლესი პლანეტაა ჩართული - ურანი, ნეპტუნი და პლუტონი. სწორედ ამიტომ, ამჟამინდელ ბუნიობას უფრო მეტად მომავლის კურსის არჩევის წერტილად დავასახელებდით, ვიდრე დასრულების წერტილად. იალქნის კონფიგურაციაში ჩართული უმაღლესი პლანეტები მიმდინარე ცვლილებების მასშტაბს გვიჩვენებენ. ურანი ახალ შესაძლებლობებს ხსნის.

ნეპტუნი ამ კონფიგურაციაში მომავლის სახეს, ოცნებასა და მიმართულების ინტუიციურ შეგრძნებას აძლიერებს, პლუტონი კი ძველ სისტემებს გარდაქმნის. ამიტომ ამ კონფიგურაციაში თეთრი მთვარის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. ის მთელი კონფიგურაციის ერთგვარ ნათელ ორიენტირად იქცევა.

ამიტომ 2026 წლის შემოდგომის ბუნიობის ენერგია მომავლისკენ არის მიმართული. შესაბამისად, ჩვენს გულწრფელ და სუფთა მიმართვას უმაღლესი ძალებისადმი დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. ამ დღეს ჩვენი გულწრფელი თხოვნები გამოხმაურებას პოვებს. რიტუალებს კი განსაკუთრებული ძალა ექნება.
ამიტომ ამ დღეს განსაკუთრებულად განეწყვეთ. რეკომენდებულია მიმართოთ სულიერ პრაქტიკებსა და რიტუალებს, თქვენს შინაგად მენტორს, უმაღლეს მეს, მფარველ ანგელოზს და სთხოვოთ დახმარება, რათა წლის ბნელი, დაფარული და ღრმა ნახევარი - გაზაფხულის ბუნიობის დღემდე პერიოდი - ჯანმრთელად, ენერგიულად და კეთილდღეობაში გაატაროთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარე ბუნიობის რუკა გვიჩვენებს, რომ წონასწორობა გვჭირდება არა იმდენად იმისთვის, რომ გავჩერდეთ და შევაჯამოთ განვლილი პერიოდი, არამედ იმისთვის, რომ ჰარმონიაში ვიყოთ იმ ენერგიის ნაკადთან, რომელიც იალქნის კონფიგურაციის დახმარებით ფაქტობრივად წინ წაგვიყვანს.
მეგობრებო, სირთულეების შესამსუბუქებლად, კეთილდღეობისა და სიუხვის ენერგიის მოსაზიდად, გირჩევთ, შემოდგომის ბუნიობის დღეს მარტივი რიტუალი ჩაატაროთ.

შემოდგომის ბუნიობის დღემ თქვენს სახლში კეთილდღეობისა და სიუხვის ენერგიები რომ შემოიტანოს, აანთეთ მოსავლის ფერის სანთელი, მაგალითად, ოქროსფერი, ყვითელი, ყავისფერი ან წითელი. შეგიძლიათ რამდენიმე სანთელიც აანთოთ, ყველა ამ ფერში. დიდხანს უყურეთ ამ სანთლების ანთებულ ალს, შემდეგ კი აიღეთ ფურცელი და დაწერეთ მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, გაზაფხულის ბუნიობის დღიდან დღევანდელ, შემოდგომის ბუნიობის დღემდე, მხარს გიჭერდნენ. გამოხატეთ მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, რომელთა დახმარება და მხარდაჭერა თქვენთვის მნიშვნელოვანი და საჭირო იყო, და შეინახეთ ეს კონვერტი გაზაფხულამდე თქვენი სახლის კარგ ადგილას.

შემოდგომის ბუნიობის დღეს ტრადიციულად მიღებული იყო საჩუქრების გაცემა ნათესავებისა და მეგობრებისთვის, ასევე გაზიარება და ახლობლებისა თუ შორეული ადამიანების დახმარება, რათა უმაღლესი ძალებისთვის გვეჩვენებინა, რომ მადლიერნი ვართ და მზად ვართ, მოსავალი თანაბრად, სამართლიანად გავინაწილოთ - ნაწილი საკუთარ თავს დავუტოვოთ, ნაწილი ახლობლებს მივცეთ, ნაწილი კი სხვა ადამიანებს გავუზიაროთ. ამიტომ მთელი დღის განმავლობაში სასურველია, თუნდაც პატარა საჩუქრები გაუკეთოთ თქვენს ახლობლებს, მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს, საყვარელ ადამიანებს და მთელი გულით გადაუხადოთ მადლობა იმისთვის, რომ ისინი თქვენს ცხოვრებაში არიან. ეს ყველაფერი მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ზამთრის მზებუდობის დღემდე, სიუხვისა და კეთილდღეობის ნაკადს აამოქმედებს.

შემოდგომის ბუნიობის დღეს რეკომენდებულია დრო ბუნებაში, უმჯობესია ქალაქგარეთ გაატაროთ. თუ შესაძლებლობა გექნებათ, იარეთ ფეხშიშველმა, შეიწოვეთ შემოდგომის მზის სითბო და სინათლე, მოიკრიბეთ ენერგია და სახლში წამოიღეთ შემოდგომის მკვეთრი, მრავალფეროვანი ფოთლები. ტრადიციის თანახმად, ამ დღეს სახლში მოჰქონდათ რამდენიმე ტოტი კუნელის ან ცირცელის ნაყოფისა და, რა თქმა უნდა, მადლობის სიტყვებს ეუბნებოდნენ ბუნებას. შემდეგ კი ფანჯრის რაფაზე დადებდნენ და გაზაფხულის ბუნიობის დღემდე ინახავდნენ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამცავი თილისმა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში.

გარდა ამისა, იმის მიუხედავად, ჩაატარებთ თუ არა ამ დღეს რაიმე რიტუალს, აუცილებლად აანთეთ ცეცხლი, სანთელი და მადლობა გადაუხადეთ ბუნებასა და სამყაროს. სთხოვეთ უმაღლეს ძალებს დახმარება და სანაცვლოდ შეიგრძენით, როგორ გავსებთ მშვენიერი შემოდგომის მზის სითბო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ რატომ იზიდავ მუდმივად მანიპულატორ კაცებს? - ფსიქოლოგის განმარტება

⭕ ქსანაქსი, ვალუმი, რივოტრილი და სხვები: რატომ არის ბენზოდიაზეპინების უკონტროლო მიღება სიცოცხლისთვის საშიში - ლევან შელეგიას განმარტება

საცურაო კოსტიუმი და „კაზაჩოკი“ - ალექსანდრა პაიჭაძის პიკანტური კადრები