Digest Logo

„ზომაში გადიდება და დაპატარავება შეიძლება ფუნქციასთან საერთოდ არ იყოს კავშირში...“ - როდის უნდა ჩავიტაროთ კვლევა ფარისებრ ჯირკვალზე

1748606460
შოთა ჯანჯღავა, ენდოკრინოლოგი

ცნობილი წამყვანი და პიარის სპეციალისტი ხატია შამუგია სოციალურ ქსელში ექიმის, ენდოკრინოლოგის შოთა ჯანჯღავას ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც იგი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე და პათოლოგიაზე საუბრობს. 

შეკითხვას - არის თუ არა საშიში და მომწამვლელი ზომით პატარა ჩიყვი, ვიდრე გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი, ენდოკრინოლოგი ასე პასუხობს: 

„ფარისებრი ჯირკვლის გადიდება და დაპატარავება შეიძლება ფუნქციასთან საერთოდ არ იყოს კავშირში, რადგან იოდ-დეფიციტის დროსაც შეიძლება გადიდდეს, მაგრამ ფუნქცია შენარჩუნებული იყოს, ასევე შეიძლება ტოქსიკური ჩიყვი იყოს, როგორც გადიდებით, ისე ნორმალური ზომით.

აქედან გამომდინარე, პათოლოგია უნდა გავყოთ ნაწილებად: ჰორმონალური, სტრუქტურულ-პათოლოგიური.

შეიძლება ორივე ერთდროულად იყოს შერწყმული, მაგრამ შეიძლება დამოუკიდებლად, ამიტომ თუ ფარისებრ ჯირკვლის კვლევას ვაკეთებთ, ჰორმონები ცალკე უნდა შევამოწმოთ და ულტრაბგერითი კვლევა ცალკე. 

ეს ქრონიკული პათოლოგიაა, სწორი მართვა და მენეჯმენტია საჭირო. სტრუქტურულ-პათოლოგიების დროს საჭიროა დაკვირვება, ხოლო ჰორმონალური პათოლოგიის დროს ჩარევა მედიკამენტოზურად.

კვლევა უნდა ჩატარდეს ზოგადი სიმპტომების დროს: დაღლა, სისუსტე, მოთენთილობა, უენერგიობა, ტაქიკარდია, ემოციური ფონის ცვალებადობა, თმის ცვენა, კანის სტრუქტურის ცვალებადობა. 

პროფილაქტიკის მიზნით კვლევა, წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს“, - ამბობს შოთა ჯანჯღავა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძილის რეჟიმის დაცვაში დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორს... ჯანმრთელი დედა - ჯანმრთელ ახალშობილს ნიშნავს“ - მეან-გინეკოლოგი მშობიარობის შემდგომ გართულებებზე

🎥 „ხშირად, ადამიანებს ვუსმენთ იმიტომ, რომ პასუხი გავცეთ და არა იმიტომ, რომ გავიგოთ“ - საშა კაცმანი თემაზე - როგორ მივაღწიოთ წარმატებას და ვიყოთ ბედნიერები

🎥 „ოფიციალურად გავიგეთ, რომ საბავშვო ევროვიზია საქართველოში 13 დეკემბერს ჩატარდება“ - ანდრია ფუტკარაძე