Digest Logo

„15 წუთში წყალი უკვე დადგა, ვერაფრის გაკეთებას ვერ მოვასწრებდით“ – ზურაბ გურიელიძე 13 ივნისის ტრაგედიაზე

1789038155
 ზურაბ გურიელიძე

21 დაღუპული, ორი დაკარგული და ათასობით დაზარალებული მოქალაქე – 13 ივნისის სტიქიიდან უკვე 11 წელი გავიდა.

2015 წელს სტიქიამ თბილისში, ვერეს ხეობაში გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები და საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორიები. სტიქიის შედეგად დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.

ამ ტრაგედიის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ პოდკასტში „ეგ არაფერი“ კიდევ ერთხელ ისაუბრა, გაიხსენა ტრაგიკული თარიღი:

„გული მწყდება დაღუპულ ცხოველებზე, დაღუპულ ადამიანებზე, რომლების გადარჩენაც შეუძლებელი იყო, ეს იყო სიტუაცია როდესაც არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა, ვერანაირი მზადყოფნა ამას ვერ უშველიდა.

ყველაზე გულდასაწყვეტი სწორედ ეს არის, რომ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. 15 წუთის განმავლობაში წყალი უკვე დადგა, ცხოველების გამოყვანასაც ვერ მოვასწრებდით ერთ ცხოველსაც ვერ დავაძინებდით, არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო, ეს ისე სწრაფად მოხდა.

ეს შემთხვევა თან ღამე მოხდა, ბევრ თანამშრომელს არ ჰქონდა შემოსვლის საშუალება, ძალიან ბევრი სამუშაო იყო და რთული იყო ამ ყველაფრის მართვა, როცა მართვის სადავეები შენ ხელში არ იყო“, - ამბობს ზურაბ გურიელიძე.

 

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყოველთვის ჩემი ჩემპიონი“ - ნიცა თავაძის ემოციური მიმართვა მეუღლეს

⭕„თბილისის ზოოპარკში ჟირაფების ჩამოყვანა იგეგმება“ - ზურაბ გურიელიძე პროექტის დეტალებსა და სირთულეებზე

🎥 „ბებოსთან გატარებული ერთი უბრალო საღამო, ეს არის ის, რაც შემდეგ ყველაზე მეტად მოგენატრება“ – ირაკლი მაქაცარიას ემოციური წერილი