Digest Logo

2026 წლის მთავარი პალიტრა - ცნობილია, რა ფერებით მოიგებთ „ცეცხლოვანი“ ცხენის გულს

1766764980
 ფერები 2026

ახალ წელს ბევრი ადამიანი განსაკუთრებით ელის და სურს, ყველაფერი წინასწარ მოაწესრიგოს, იზრუნოს სახლის გაფორმებასა და შესაბამის დეკორაციებზე, საახალწლო სუფრის დაგეგმვაზე და მათ შორის, სამოსზე.

როგორც იცით, 2026 წლის მთავარი სიმბოლო წითელი „ცეცხლოვანი“ ცხენი და ამ წლის ფერები გვთავაზობს არა ხმაურიან ექსპერიმენტებს, არამედ გააზრებულ სიმშვიდესა და სიღრმეს. ეს არის წელი, როცა ფერი მხოლოდ ვიზუალური არჩევანი აღარ არის — ის განწყობის, ღირებულებებისა და ცხოვრების სტილის გამოხატულებაა. წელს ფერთა პალიტრა უფრო ღრმა, დამამშვიდებელი და შინაარსიანია.

ცეცხლოვან წელს აქვს თავისი გამორჩეული ფერთა პალიტრა, რომელიც სასურველია ამ წელს გამოიყენოთ და ისე შეხვდეთ ახალ წელს. ასევე არის ფერები, რომლის გამოყენებაც არც ჩაცმაში, არც სუფრაზე არ არის რეკომენდებული. 

იმისთვის, რომ ცეცხლოვანი ცხენის გული მოიგოთ „დაიჯესტი“ გთავაზობთ 2026 წლის მთავარი ფერების პალიტრას. 

როგორც დიზაინერი ლაშა ჯოხაძე გვირჩევს, ცხენს თავისუფლება უყვარს, ამიტომ თავისუფალ სტილს მიენიჭება უპირატესობა.

„წელს არ არის განსაკუთრებული სტილი დასახელებული, რადგან ცხენს თავისუფლება უყვარს. ამიტომ თავისუფალ სტილს მიენიჭება უპირატესობა.

ახალი წლის ღამეს კარგი იქნება ქალბატონებს გეცვათ კაბა. მნიშვნელოვანია ადგილი, სადაც მიდიხართ და ხვდებით ახალ წელს. თუ სახლში ხვდებით შეგიძლიათ ზედა ან პიჯაკი მოირგოთ, თუმცა ეცადეთ ეს კომბინაციაც კაშკაშა ფერებში გადაწყვიტოთ“, - გვირჩევს ლაშა ჯოხაძე.

მთავარი ფერების სია კი ასე გამოიყურება 👇

წითელი ალისფერი წითელი (სიყვარული და ვნება) 

ყვითელი (შინაგანი სიმშვიდე, ოპტიმიზმი და ბედნიერება)

ოქროსფერი ოქროსფერი (კეთილდღეობა და წარმატება)
 

ლურჯი  (ჯანმრთელობა და ჰარმონია)
 

ნარინჯისფერი ( თავდაჯერებულობა და ქარიზმა, კარგია მათთვის ვისაც სურს ცვლილებები) 

რაც შეეხება არასურველ ფერებს, რომლის გამოყენასაც წელს უნდა მოერიდოთ ასე გამოყურება

ჭაობისფერი მწვანე

ბაცი, გრილი ნაცრისფერი

გაცრეცილი ან კუპრივით ჩაბნელებული შავი

„მკვდარი“ ყავისფერი

ჩაშლილი/გაუფერულებული პასტელები

ასევე, ასტროლოგი ქეთევან ჯანდიერი საზოგადოებას უზიარებს ფერთან დაკავშირებით ინდივიდუალურ რჩევებს:

თუ შენ ბუნებრივად ცეცხლოვანი ტიპი ხარ (მოლაპარაკე, ემოციური, აქტიური): წითელი გამოიყენე ზომიერად; ოქრო და თეთრი - ბალანსისთვის.

თუ შენ ბუნებით აპათიური ან კონსერვატიული ხარ: წითელი და ნარინჯისფერი შეამცირებს შინაგან ჩაკეტვას; ოქროსფერი მოგცემს ავტორიტეტულობას.

თუ მუშაობ სწრაფი ტრანსფორმაციებით (თერაპია, ენერგეტიკა): მეწამული დაუმატე, დამხმარე ფერია.

საერთო ჯამში კი, 2026 წლის ფერთა პალიტრა არ ცდილობს ყურადღების ხმაურით მიპყრობას — ისინი გვთავაზობს სიმშვიდეს, სიღრმესა და გააზრებულ არჩევანს. ეს პალიტრა გვახსენებს, რომ ფერი არის განწყობა, ემოცია და გზავნილი, რომელსაც მომავლისკენ მივყავართ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„როცა დედა შეწყვეტს შვილის პატიებას, მაშინ იწყება უბედურება...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

⭕„როდესაც ადამიანს მშობელი უკვდება, მზე რომ ჩაესვენოს ადამიანისთვის, ეს ისე არის და შემდეგ რჩებიან წვრილ-წვრილი ვარსკვლავები…“ - ქუჩის გამოკითხვა

⭕„ეს არის დღე, რომელიც იდეალურია სიმართლის სათქმელად“ - რას გვიმზადებს 17 დეკემბერი?