როგორც კოკო შანელი ამბობდა, პირველი შთაბეჭდილების მოხდენის შანსი მეორედ არ მოგეცემათ, ამიტომ პირველ პაემანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ.
პირველ რიგში, შეარჩიეთ ის სამოსი, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ - თავდაჯერება სწორედ ისაა, რაც პირველ პაემანზე ყველაზე მეტად გჭირდებათ. ახლა დააკვირდით, არის თუ არა თქვენს ტანსაცმელში ფერები, რომლებიც არასწორ სიგნალებს აგზავნიან.
👉 ყავისფერი
„ყავისფერი აღიქმება როგორც მოსაწყენი და ზედმეტად კონსერვატიული ფერი, რომელიც სრულიად არ შეეფერება მოლოდინს და მღელვარებას, რომელიც რომანტიკული ურთიერთობის დაწყებასთან უკავშირდება“ - ამბობს ურთიერთობის ექსპერტი ლორა ვასერი.
„ამ ფერის გამო, თქვენ ზედმეტად მიწიერ ადამიანს ჰგავხართ, რომელიც რისკისთვის მზად არაა. როდესაც საქმე ეხება პირველ პაემანს ეხება, ეს საუკეთესო თვისებები არაა. გამონაკლისია მოწითალო-ყავისფერი“, - დარწმუნბულია სტილისტი შანტელ ჰარტმან მალარკი.
👉 ნაცრისფერი
„ნაცრისფერი ზედმეტად მოსაწყენი და სერიოზული ფერია - ეს შესანიშნავი არჩევანია სამსახურისთვის, მაგრამ არა რომანტიკული ურთიერთობისთვის, რადგან ვერ ქმნის ენერგიას, რომელიც იზიდავს. აუცილებელი არაა, რომ ნაცრისფერ სამოსზე მთლიანად უარი თქვათ - უბრალოდ დარწმუნდით, რომ ეს ფერი თქვენს სამოსში დომინანტური არაა“,- ამბობს ურთიერთობების სპეციალისტი ჯესიკა ალდერსონი.
👉 მეტისმეტად ნათელი ფერები
„ასეთმა ფერებმა შეიძლება შექმნან შთაბეჭდილება, რომ ზედმეტად მონდომებული ხართ, რაც არასასურველია. პირველ პაემანზე პარტნიორმა თქვენ უნდა გიყუროთ და არა თქვენს ტანსაცმელს“,- ამბობს ლორა ვასერი.
👉 ყვითელი
ცისარტყელას ყველაზე ნათელ ფერსაც შეუძლია არასწორი მესიჯის გაგზავნა. ურთიერთობების სპეციალისტის რიკი დაიმონდის თქმით, ეს ფერი მეგობრობასთან ასოცირდება, რაც სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყისისთვის არასწორი არჩევანია.
👉 ინტენსიური შავი
„შავი სავსებით მისაღები ფერია პირველი პაემნისთვის. მას შეუძლია თქვენს იერს მეტი დახვეწილობა და იდუმალება შემატოს, მაგრამ თუ შავი ფერის გარდა თქვენს ჩაცმულობაში სხვა ფერი არ არის, ზედმეტად მიუწვდომელი გამოჩნდებით“, - ამბობს ფსიქოლოგი ლიზა ლოულესი. იგი გვირჩევს, შავს სხვა ფერები შევურიოთ, რათა ელეგანტურიც გამოჩნდეთ და მეგობრულიც.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიმღერა ბაღის შეყვარებულს...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?
⭕„აი, მესმის სილამაზე“ - ევა ბარბაქაძე ულამაზეს თეთრ კაბაში პოზირებს