Digest Logo

„სიმღერა ბაღის შეყვარებულს...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

1725378421
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ხშირად უზიარებს საინტერესო პოსტებს.

ამჯერად იგი ლექსს აქვეყნებს, რომელსაც სიმღერა ბაღის შეყვარებულს დაარქვა.

„მე გწერ წერილებს და ბრმა მზერას ვიგონებ სითბოდ,
მზერას - წერილებს ბარათებად გზად რომ აცვია -
შენ შეგიძლია ამოიცნო და წაიკითხო,
ჩემი ფიქრების საშინელი კალიგრაფია.
ხან ისე ჩუმად, უსხეულოდ საღამოვდება -
წლების უკნიდან შენი ფეხის ფრთხილი ხმა ისმის,
და შენს ნაბიჯებს ღამით ვაცმევ შენს უცხო სხეულს -
დიდი ხანია შევისწავლე ხელობა სიზმრის.
თუმც რა აზრი აქვს დილით ავდგე, დავლიო ყავა,
სარკეში მზერა გავისწორო, მერე საყელო,
თუ მესიზმრე და ცხადის ფილმად ეს აღარ გავა -
წყალს სიზმრის ნაცვლად ეგებ თავი სჯობს გავაყოლო.
შენ ცხოვრობ სოფლის სიახლოვეს, სხვა ქარებს იტევ,
იცვლი სამოსებს - დღის და ღამის - ძველ სავარძელზე.
ხან დღე მოკლე გაქვს და სიფხიზლის მოძენძილ სვიტერს
სხვა ფერის ძაფით - ლამფის შუქით ქსოვ და აგრძელებ.
არცერთმა ვიცით, როდის ვნახავთ ერთმანეთს, რადგან
ვერ გავთვლით, დღე და ღამე როდის შემოგვერღვევა -
როცა ორივე აღმოვჩნდებით იმ ბაღის კართან,
რომელსაც ალბათ არ ერქმევა საბავშვო ბაღი,
ანდა რა იცი, შეიძლება ასეც ერქმევა.

სიმღერა ბაღის შეყვარებულს“,- წერს გიორგი კეკელიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თავად ჩემმა მშობლებმაც არ იციან რომ ჩემი მშობლები არიან... - თამუნა მუსერიძე ახალ ინფორმაციას ავრცელებს

⭕„აი, მესმის სილამაზე“ - ევა ბარბაქაძე ულამაზეს თეთრ კაბაში პოზირებს

⭕როგორ გადაუსწრო პოპულარობით გიორგი ჭინჭარაულმა სპორტსმენებს და ვინ ანებივრებს ქართველ ოლიმპიელებს უცხოეთში? - ინტერვიუ საქართველოს ნაკრების ძალოსანთა ექიმთან