Digest Logo

🎥 „9 ცალი მონეტა, ოსპი და მანდარინის ტოტი“ - გოგა მანია 2026 წლის ენერგიებსა და ბალანსზე: რიტუალები ბარაქისთვის

1766586310
გოგა მანია

ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკოსი გოგა მანია „დაიჯესტთან“ 2025 წლის ენერგიებზე, გარდამავალ პერიოდზე და იმ მთავარ წესებსა და რიტუალებზე საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, 2026 წელს ბარაქას, ჯანმრთელობასა და სულიერ ბალანსს შეუწყობს ხელს.

გოგა მანია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ძველი წლის გაცილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისი ენერგია თებერვლის შუა რიცხვებამდე მოგვყვება.

„სასწაული წელი მოდის - „ცეცხლოვანი“ ცხენის წელი, რომელიც 60 წელიწადში ერთხელ მოდის. ეს არ არის უბრალოდ ცხენის წელი. მას არ უყვარს მშიშარა, ძუნწი და მუდამ წუწუნა ადამიანები. ამ წელს მთავარი ფასეულობები იქნება გულწრფელობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. ზოდიაქოს გამორჩეული ნიშანიც არ იქნება. ყველას აქვს, თანაბრად წარმატების შანსი.

ყველაზე მთავარი 2024-25 წლებში აკიდებული ძალიან ბევრი დაავადება შეიძლება განიკურნოს 2026-ში. ეს წელი, წაგვიყვანს ნათებისკენ. მთავარია სულიერების მოძებნა და სწორად განვითარება. ადრე ვიდეო ჩავწერე და ყურძენი გაქრა მაღაზიებიდან. წელს ეს აღარ გვჭირდება და თმაში მანდარინების შეზელა“,- ამბობს გოგა მანია „დაიჯესტთან“. 

გოგა მანიას მიერ რეკომენდებული რიტუალები 🪙 ბარაქისა და სიუხვისთვის

„პირველი რიტუალი: თასში ჩაყარეთ ბრინჯი, ჩადეთ ცხრა ცალი ნებისმიერი მონეტა, რომელიც იმ ქვეყანაში მოქმედი ვალუტაა, დაფარეთ მონეტები ბრინჯით, თასი მოათავსეთ ცხენისა და გველის ფიგურებს შორის.

🕯️ 2025 წლის გაცილების მთავარი წესი

ძველი წელი აუცილებლად მადლიერებით გააცილეთ, არ გააცილოთ წელი ტკივილით, ბრაზით ან წყენით.
ახალი და ძველი წელი ერთდროულად მიიღეთ მადლიერებით.

🍽️ 31 დეკემბრის სუფრის რეკომენდაციები

მოერიდეთ ბევრ ხორცს, სუფრაზე მთავარია არ იყოს საქონლის ხორცი, წითელი ღვინოც არ არის რეკომენდებული.
ჩაიცვით სადა ფერები, შავი ფერი გამორიცხეთ. ხორციანი კერძები უმჯობესია მეორე დღეს მიირთვათ. ასევე, სუფრაზე მოათავსეთ სანთელი და საკმეველი, სალოცავ კუთხეში ილოცეთ. მთავარი უნდა იყოს, გულწრფელობა.

მთავარი გაფრთხილება!

ცხენის წელს არ არის რეკომენდებული ფეიერვერკები, დაუფიქრებელმა ქმედებებმა შესაძლოა, საფრთხე მოიტანოს.

🌱 წარმატებისა და ბარაქის რიტუალი

მოხარშეთ მწვანე ოსპი, ზუსტად 12 საათზე, ზარის ჩამოკვრისას, მიირთვით ერთი კოვზი მაინც. ეს გაგიმხელთ და, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი“,- ამბობს გოგა მანია.

ვრცლად, ნახეთ ინტერვიუ გოგა მანიასთან👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ წლის დაშორება და სკანდალები - ყველაზე ხმაურიანი ამბების „დაიჯესტი“, რომლებმაც 2025 წელს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია

⭕ვისთვის იქნება 2026 წელი სურვილების ასრულების წელი? - ნინა სუსლოვა „ცეცხლოვანი“ ცხენის წელზე