ეზოტერიკოსი, ნუმეროლოგი, ტაროლოგი, რომელიც „ფეისბუკზე“ Abagael Bagi-ის სახელით არის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც რეინკარნაციის შესახებ წერს:
„რეინკარნაციის ფენომენი: შანტი დევის საქმე.
ეზოთერიკასა და პარაფსიქოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე დოკუმენტირებული შემთხვევა ინდოელ გოგონას, შანტი დევის უკავშირდება. 1930-იან წლებში, 4 წლის ასაკში, მან დაიწყო დეტალური თხრობა თავისი „წინა ცხოვრების“ შესახებ, რომელიც ქალაქ მატჰურაში გაატარა (თავად დელიში ცხოვრობდა და იქამდე მატჰურაში ნამყოფი არ იყო).
გასაოცარი დეტალები:
გოგონამ დაასახელა თავისი წინა სახელი (ლუჯი), აღწერა ქმრის გარეგნობა, სახლის მდებარეობა და ისიც კი, რომ მშობიარობის გართულებით გარდაიცვალა.
ინდოეთის მაშინდელმა ლიდერმა, მაჰათმა განდიმ, სპეციალური კომისია შექმნა ამ ფაქტის გამოსაძიებლად.
როდესაც შანტი მატჰურაში ჩაიყვანეს, მან უშეცდომოდ იცნო თავისი „წინა ცხოვრების“ ქმარი, ნათესავები და ზუსტად მიუთითა ადგილი, სადაც ფული ჰქონდა გადამალული.
მეცნიერებმა ვერ შეძლეს ეპოვათ ლოგიკური ახსნა იმისა, თუ როგორ ფლობდა ბავშვი ასეთ სპეციფიკურ ინფორმაციას სრულიად უცხო ოჯახის შესახებ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მდაბალი ადამიანისათვის, საშინელი სამსჯავრო აღარ იქნება საშინელი...“ - თეოდორე გიგნაძე