Digest Logo

„მდაბალი ადამიანისათვის, საშინელი სამსჯავრო აღარ იქნება საშინელი...“ - თეოდორე გიგნაძე

1770030625
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„სანამ ჩვენ ფიზიკურად გარდავიცვლებით,
და საშინელ სამსჯავროზე უშუალოდ წარვდგებით, მანამდე,
ყოველი დღე,
ყოველი ლოცვა,
იესოს გონებისმიერი ლოცვა იქნება ეს,
ზიარება იქნება ეს,
მოყვასთან ურთიერთობა იქნება,
ყოველთვის,
ჩვენ საშინელი სამსჯავროს რეპეტიციას უნდა გავდიოდეთ.
რამდენად ვხედავთ ჩვენ საკუთარ თავს,
რამდენად ადეკვატურნი ვართ საკუთარი თავის აღქმისა,
და სიმდაბლე, სწორედ ეს არის — საკუთარი თავის ადეკვატური აღქმა,
ამიტომ,
მდაბალი ადამიანისათვის, საშინელი სამსჯავრო აღარ იქნება საშინელი,
იმიტომ, რომ ის საკუთარ თავს იცნობს,
იცის, რომ ცოდვილზე ცოდვილია,
ნაგავზე ნაგავია,
პრეტენზია არ აქვს,
მარტო ერთი სიტყვა შეუძლია თქვას — „აი, ნაგავი ვარ უფალო, მაგრამ, შენთან მინდა,
შემიწყალე“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ უნდა მოვხარშოთ ლობიო სწორად - არუნ ხათრის რეცეპტი

⭕„ამ დღეებში დაწყებული ყველაფერი, დროის ფუჭად კარგვა იქნება...“ - ეკა კვარაცხელია თებერვლის კრიტიკულ პერიოდზე

🎥 მიხეილ ცაგარელის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: „გვაქვს სავსემთვარეობა და სამი გეომაგნიტური დღე“ - ვინ უნდა იყოს ფრთხილად და ვის გაუმართლებს?