Digest Logo

ახალი ტენდენცია - რა არის ვარცხნილობა „სწრაფი ფუფუნების“ სტილში და რატომ იქცა ეს ახალ ესთეტიკად

1757429782
 ვარცხნილობა „სწრაფი ფუფუნების

რამდენიმე წლის განმავლობაში ინფლუენსერების მთავარი ესთეტიკა იყო „მშვიდი ფუფუნება“. გოგონები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ იდეალურად და მდიდრულად გამოჩენილიყვნენ. მაგრამ დღეს წესები შეიცვალა - ინტერნეტსივრცეში ახალი core-სტილი გავრცელდა, სახელად „სწრაფი ფუფუნება“. 

მისი იდეა იმაში არის, რომ გლამურულად გამოიყურებოდე ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. რთული ვარცხნილობების ნაცვლად მიმდევრები უბრალოდ დაბალ კუდს იკეთებენ ან თმებზე სვიტერს იცვამენ, უარს ამბობენ მკვეთრ მაკიაჟსა და მანიკიურზე. თუმცა ამავდროულად იყენებენ ბრენდულ კოსმეტიკას, ტანსაცმელს, აქსესუარებსა და ტექნიკას.

ეს სტილი აჩვენებს, რომ ადამიანს არ აქვს დრო დიდხანს მზადებისთვის, მაგრამ აქვს საშუალება, იყიდოს ძვირად ღირებული ნივთები. სწორედ ამიტომ ოქროსფერი სამაგრით შეკრული დაუდევრად დაყრილი თმა „სწრაფი ფუფუნების“ მაჩვენებელია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „უკვე მერვე წელიწადია, ჩემი წამყვანობის...“ - „სიცრუის დეტექტორი“ ტელეეკრანებზე ბრუნდება

⭕ 2Pac-ის მკვლელობაში ბრალდებულმა აღიარა, რომ დანაშაული P Diddy-ს დაკვეთით ჩაიდინა და მილიონი დოლარი გამოიმუშავა

⭕„ნამდვილი ბედნიერებაა ღვთის დიდება...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

წყარო: www.beaumonde.ge