
ბლოგერი - კრისტი ლაბაძე გამოცემა „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ქართულ შოუბიზნესში არიან პიროვნებები, რომლებიც არ აღიზიანებენ.
მისი თქმით, ასეთები არიან მსახიობები: რუსკა მაყაშვილი და ია ფარულავა. როგორც კრისტი აღნიშნავს, მათ თავში ავარდნილი არ აქვთ სახელი და უშუალოები არიან.
„ია ფარულავა. იმიტომ არ ვამბობ, რომ გამოწერილი ვყავარ. ამ ქალმა რაც არ უნდა გააკეთოს, არ მაღიზიანებს. ძალიან პირდაპირი და უშუალოა. ისიც მომწონს, ხანდახან რომ იგინება. ეს ნიშნავს, რომ არ აინტერესებს, სხვა რას იტყვის მასზე.
ყველაფერს ღიად აკეთებს, დასამალი არაფერი აქვს. მეორე რუსკა მაყაშვილია. რუსკაც ძალიან უშუალოა. ძალიან გახსნილია ყველა ადამიანის მიმართ და არ გააჩნია ამბიციები – ვაიმე, რუსკა მაყაშვილი ვარ, საქართველოს ვარსკვლავი და ასე შემდეგ. უშუალო ადამიანებს არ აქვთ ამბიციები, მაგრამ როცა ამბობენ, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, მათ უნდა ჩამოხსნა ეგ ნაბადი. თუ კრიტიკა არ მოსწონთ, არ უნდა გამოჩნდნენ საჯაროდ.
თუ გამოდიხარ ტელეეკრანზე, უნდა იცოდე, რომ მთელი ცხოვრება არ გელაქუცებიან, გაგაკრიტიკებენ კიდეც. ლაქუცი რომ დაუწყო ამ ადამიანებს საზოგადოებამ, იმიტომაც არიან ასე. ამერიკაშიც არსებობენ ჩემნაირი ბლოგერები, ევროპაშიც და ეს არის გამოხატვის თავისუფლება. შეურაცხყოფა არ არის რამეს რომ ხუმრობით იტყვი. მე ვდებ ფაქტებს, უნდათ, აიღონ ის, უნდათ – არა“, - ამბობს ლაბაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„კარგი დღეა საკუთარ სურვილებში, ღირსებებსა და ნაკლოვანებებში გასარკვევად“ - მიხეილ ცაგარელი
🔵„ვინც „დაამთავრა“ კოვიდი, ეს პოსტი არ წაიკითხოთ“ - გიორგი ფხაკაძე