
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია „Geo Team • ჯეო თიმის“ სტუმარი იყო, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
ერთ-ერთი თემა კი რომელზეც მან ისაუბრა ბოლო დროის აქტუალური თემა - როდის ასრულებს კარიერას გურამ კაშია? - იყო.
როგორც იგი ამბობს კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს და მისთვის ფეხბურთი ბევრ რამეს ნიშნავს.
„ვერ წარმომიდგენია კარიერის დასრულება, ვერ დავანებებ თავს, ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. წელს ვითამაშე ყველაზე მეტი თამაში. ფეხბურთელი უნდა იყოს დაღლილი, თუ გინდა 21 წლის, თუ გინდა 23 წლის. ფიზიკურად შემიძლია ფეხბურთის თამაში, ამაზე მაგარი სამუშაო არ არსებობს.
დილას იღვიძებ და მოდიხარ გასახდელში იქ ხდები ისევ 20 წლის ბიჭი. მაგარი სამსახური და ისეთი სამსახურია, საიდანც გასვლა ძალიან გიჭირს. ვიქნები ალბათ მინიმუმ 2 წელი. შეიძლება ნაკრებში არა, მაგრამ ის პროცესი, რაც არის თვითონ ფეხბურთელების დილას გაღვიძება, გასახდელში მისვლა და ემოციები, ვიღებ დიდ სიამოვნებას.
ამაზე ჯანმრთელი სამსახური არ არსებობს და რატო უნდა დავანებო თავი, როცა შემიძლია კიდე, არაფერი არ მაწუხებს და ვთამაშობ მაღალ დონეზე 90 წუთს და არ მესმის, რატომ უნდა დავანებო თავი?!
ბოლომდე მინდა ფეხბურთიდან სიამოვნება მივიღო, არ მაინტერესებს არავის აზრი, რომ ფეხბურთს უნდა მოვრჩე მე როცა გადავწყვეტ, რომ ვეღარ გავიქცევი, ვეღარ ავხტები და ნაკრებში ყველანი ჩემზე მაგრები იქნებიან აქ აღარ ვიქნები“, - ამბობს გურამ კაშია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: