Digest Logo

„ამოავლეთ კაკალი თაფლში და ჭამეთ...“ - რა უწყობს ხელს მკერდის ზრდას

1770375758
მკერდის ზრდა

ქალთა უმრავლესობას, რომელთაც აქვთ პატარა მკერდი, ერთგვარი კომპლექსი უჩნდებათ. თუმცა, არ იციან, რომ ეს ხელს არ უშლით, საპირისპირო სქესისთვის საკმაოდ სექსუალურები და მიმზიდველები იყვნენ. ზოგადად, მკერდი, ზრდას 21 წლამდე აგრძელებს. მის ზრდას ხელს უწყობს ბოსტნეული და ხილი.

ასევე, მიიღეთ დიდი ოდენობით წყალი და ხშირად, გაავარჯიშეთ მკერდის კუნთები აზიდვებით.

* ვარჯიში – ვარჯიში ყველაზე ეფექტური გზაა მიზნის მისაღწევად. ამუშავეთ მკერდის კუნთები. ყოველდღიურად რამდენიმე აზიდვის გაკეთება, ხელს შეუწყობს კუნთების მუშაობას, მკერდს კი უფრო მრგვალსა და მკვრივს გახდის;

* სწორად შეარჩიეთ ბიუსტჰალტერი – ატარეთ ზუსტად თქვენი მკერდის ზომის ბიუსტჰალტერი. დიდი ზომის ბიუსტჰალტერი საკმაოდ ცუდად გამოიყურება. თუ მკერდის დიდი ზომის გამოსაჩენად სილიკონის ღრუბლებს ან სპეციალურ საფენებს ხმარობთ, შეავსეთ ბიუსტჰალტერი გვერდიდან ცენტრისკენ, რათა მკერდი მაქსიმალურად ასწიოთ;

* ტანსაცმელი – შეარჩიეთ ფართო სამოსი. ტანზე მომდგარი კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს მკერდის ზომას. თავისუფალი და ფართო მაისურები ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას მკერდზე. ღია ფერის ტანსაცმელი მკერდს უფრო დიდს აჩენს, მუქი ფერის კი – აპატარავებს. ღია ფერის ზედატანი და მუქი შარვალი ან ქვედაკაბა, უფრო პროპორციულად წარმოაჩენს მკერდის ზომას. მუქი შარვალი და ჰორიზონტალურხაზებიანი ზედატანი კი თეძოებს უფრო ვიწროს, მკერდს კი უფრო დიდს გამოაჩენს. ღრმა დეკოლტე, მკერდის ზომას ვიზუალურად აპატარავებს, ამიტომ, თუ პატარა მკერდი გაქვთ, შეარჩიეთ მაისურები შედარებით დახურული ყელით.

არსებობს ხალხური მეთოდები, რომელიც მკერდის ზომაში ზრდას უწყობს ხელს:

* კომბოსტო – მოზარდობის პერიოდში უმი კომბოსტოს ხშირი ჭამა ხელს უწყობს მომავალში მკერდის ზრდას;

* თაფლი და კაკალი – ყველაზე გემრიელი ხალხური მეთოდი მკერდის გასაზრდელად თაფლიანი კაკალია. ამოავლეთ კაკალი თაფლში და ჭამეთ, ორ-ორი ცალი ლებანი დღეში სამჯერ;

* რძე და მარწყვის ფოთლები – ნახევარ ლიტრ წყალს დაამატეთ ნახევარი ლიტრი ნატურალური რძე, ჩაყარეთ 10 ცალი მარწყვის ფოთოლი (გამხმარი არ გამოგადგებათ) და აადუღეთ. სვით, როგორც ჩაი, დღეში 2-3 ჯერ;

* რძე და ყვითელი კოჭა – ადუღებულ რძეში გახსნილი ნახევარი სადილის კოვზი ყვითელი კოჭა. სვით ორი თვის განმავლობაში, დღეში ერთხელ, ჭამამდე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნუ გააგიჟებთ ცოლებს, ქართველმა კაცებმა უნდა მოიცილონ მექალთანეობა!“ - მაია ყუფარაძე ჯადოსა და სასიყვარულო მაგიაზე

🎥 „სიყვარულის დრო მოვიდა...ლიდერი ხდებით“ - მერკურის გადასვლა თევზების ზოდიაქოს ნიშანში: მიხეილ ცაგარელის ატროპროგნოზი

⭕„მაღაზიის საწყობში გაიყვანა და 17 ჭრილობა მიაყენა...“- ფემიციდი გარდაბანში: დეტალები

წყარო: tbiliselebi.ge