Digest Logo

ანჯელინა ჯოლიმ ლოს-ანჯელესის ისტორიული მამული 24.75 მილიონ დოლარად გაყიდა - დაათვალიერეთ, როგორ გამოიყურება სასახლე

1790345747
ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლის ისტორიულმა მამულმა ლოს-ანჯელესში ახალი მესაკუთრე იპოვა.

როგორც გამოცემა PEOPLE-ის წყარო აცხადებს, 51 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა ლოს-ფელიზში მდებარე, 1 000 კვადრატული მეტრის ფართობის სახლი ოფიციალურად გაყიდა. მან 0.8 ჰექტარზე გაშენებული მამული 24.75 მილიონ დოლარად დათმო. გარიგების შესახებ ინფორმაცია პირველად TMZ-მ გაავრცელა.

ექვსი საძინებლითა და ათი სააბაზანოთი აღჭურვილი მამული ოდესღაც ლეგენდარულ კინორეჟისორ სესილ ბ. დემილს ეკუთვნოდა. ჯოლიმ ქონება გასაყიდად მაისში, 29.85 მილიონ დოლარად გამოიტანა. ფილმ "მარიას" ვარსკვლავმა სახლი 2017 წლის ივნისში 24.5 მილიონ დოლარად შეიძინა. 

Wall Street Journal ქონების ჩანაწერებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ჯოლი ისტორიულ სახლში ყოფილ ქმართან, ბრედ პიტთან დაშორებიდან ერთი წლის შემდეგ გადავიდა.

ჯოლიმ განქორწინება 2016 წლის სექტემბერში მოითხოვა. წყვილმა ორწლიანი ქორწინება და დაახლოებით 11-წლიანი ურთიერთობა დაასრულა. მათ ექვსი შვილი ჰყავთ: 24 წლის მედოქსი, 22 წლის პაქსი, 21 წლის ზაჰარა, 20 წლის შაილო და 18 წლის ტყუპი - ნოქსი და ვივიენი.

მანამდე, ჯოლიმ განაცხადა, რომ ტყუპის სრულწლოვანების მიღწევისთანავე ლოს-ანჯელესის დატოვებასა და საზღვარგარეთ გადასვლას გეგმავდა. ნოქსმა და ვივიენმა 18 წლის იუბილე ივლისში აღნიშნეს.

„როდესაც დიდი ოჯახი გაქვს, მათთვის კონფიდენციალურობა, მშვიდობა და უსაფრთხოება გსურს," - განუცხადა მან The Hollywood Reporter-ს 2024 წლის აგვისტოში.

იმ დროს ჯოლიმ აღნიშნა, რომ ქალაქში მხოლოდ განქორწინების პროცესის გამო რჩებოდა.

მთლიანი ქონება გრანდიოზულ სასახლეს მოიცავს. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია 90 კვადრატული მეტრის ფართობის საოჯახო სტუდია ცალკე კარით, 12-მეტრიანი აუზი, აუზის სახლი, ფიტნეს-სტუდია, საჩაიე და ცალკე მდგომი ავტოფარეხი, დაცვის პოსტით. The Los Angeles Times-ის ცნობით, სახლს ასევე აქვს სარდაფი, სადაც სამრეცხაო ოთახი, პერსონალის საცხოვრებელი ზონა და ღვინის მარანია.

მამულს საუკუნოვანი ხეები, მწვანე მდელოები, სრული კონფიდენციალურობა და ჰოლივუდის ბორცვების, ჰოლივუდის აბრისა და გრიფიტის ობსერვატორიის ხედები ამშვენებს.

განაცხადის მიხედვით, რომელსაც Sotheby’s International Realty-ის წარმომადგენელი ერნი კარსველი და The Agency-ის წარმომადგენელი ჯონ გრაუმანი უძღვებიან, სახლის თავდაპირველი პროექტი 1913 წელს, არქიტექტორმა, ბ. კუპერ კორბეტმა შექმნა. მოგვიანებით, 1916 წელს, იგი დემილმა შეიძინა. მისმა ოჯახმა ქონება 1980-იანი წლების ბოლომდე შეინარჩუნა.

ნახეთ ფოტოები 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა - ცნობილია, რა დაარქვეს ახალშობილს

🎥 🪿⭐ ვაკის ახალი ვარსკვლავი - გაიცანით, ვაკელი ბატი ტანტალა ტასო

⭕42 წლის სალომე ღვინიაშვილი ცეცხლოვან კადრებს გვიზიარებს - მოდელის ფოტოები სოცქსელს იპყრობს

წყარო: www.beaumonde.ge

✕