Digest Logo

42 წლის სალომე ღვინიაშვილი ცეცხლოვან კადრებს გვიზიარებს - მოდელის ფოტოები სოცქსელს იპყრობს

1790325103
სალომე ღვინიაშვილი

42 წლის მოდელი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

იგი გამომწერებს ხშირად უზიარებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან. მოდელი წლების მატებასთან ერთად აქტუალობას არ კარგავს, მეტიც, ბევრი ადამიანისთვის ინსპირაციის წყაროს წარმოადგენს.

მისი ჩაცმის სტილი, ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.

ამჯერად მან გამომწერებს, ახალი კადრები გაუზიარა სადაც შესანიშნავ ფორმაშია. მოდელი შავ კლასიკურ სამოსში პოზირებს.

კადრებმა გამომწერების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

„როდესაც კაბა მთელ განწყობაზეა“, - წერს მოდელი. 

ცნობისთვის, სალომე ღვინიაშვილი 1984 წლის 18 მაისს, თბილისში დაიბადა. მომავალი მოდელი ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა და ცეკვის სტუდიაშიც დადიოდა, თუმცა მოგვიანებით წარმატებას სამოდელო ბიზნესში მიაღწია.

მოდელი 3 შვილის დედაა, უფროსი შვილი ბიჭი პირველი ქორწინებიდან ჰყავს. დათუნა აბულაძე უკვე სრულწლოვანია და იშვიათად ჩნდება კამერების წინ. როგორც მოდელი ამბობს, ის და დათუნა ერთმანეთს კარგად უგებენ.

სალომეს მეორე ქმარი ცნობილი ფეხბურთელი, ზურა ხიზანიშვილია. მოდელი 21 წლის იყო, როდესაც ზურა გაიცნო. წყვილს ორი შვილი, ნიტა და ტასუნა ჰყავს.

ნახეთ ფოტოები 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „რეპეტიციაზე ვერ ვავლენ მაქსიმუმს, სცენაზე გასვლისას ცა იხსნება და ღრუბელი გადადის“ - ნიკოლოზ ხარატი

🎥 „ის ადამიანები, ვინც არას გეუბნებოდნენ კეთილგანწყობილები ხდებიან და აფასებენ, რომ არ დანებდი“ - რას ამბობს ნუცა ბუზალაძე

🎥 რომელ საკვებ დანამატებში ვხვდებით B ჯგუფის ვიტამინებს - ვის შეიძლება აღმოაჩნდეს B-12-ის ნაკლებობა და რატომ?

✕