Digest Logo

არასდროს თქვათ საკუთარ თავზე ცუდი - არაბული სიბრძნე

1714065147
არაბული სიბრძნე

სიტყვებს წარმოუდგენელი ძალა აქვთ.  მათ შეუძლიათ ჩვენი შეხედულებები ჩამოაყალიბონ, ჩვენს ქმედებებზე გავლენა მოახდინონ და ჩვენი ცხოვრების მიმდინარეობა განსაზღვრონ. 

ბრძნული გაკვეთილი

არსებობს უძველესი არაბული ლეგენდა მოხუც ოკამზე, რომელიც ათი წლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, რათა ხრიოკ უდაბნოში მაცოცხლებელი წყლით სავსე ტბა გაეშენებინა.

მის ადგილზე ბევრი დანებდებოდა, მაგრამ მოხუცი უკან არ იხევდა და მიწას მოთმინებით თხრიდა.

ერთ მშვენიერ დღეს სასწაული მოხდა და შუა უდაბნოში წყალმა ამოხეთქა. ბედნიერი მოსახლეობა აქებდა და ადიდებდა მოხუც ოკამს, თუმცა ის თავმდაბლობდა და ამბობდა: „ეს ჩემი კი არა, ღმერთის დამსახურებაა. ის დამეხმარა წყლის პოვნაში“.

ბოლოს და ბოლოს, ადამიანებმა დაიჯერეს, რომ ტბა ღმერთის ნებამ გააჩინა და ოკამს არანაირი დამსახურება არ ჰქონდა. მათ თვალში ოკამმაც და ტბამაც ფასი დაკარგა.

მალე ადგილობრივები ამ მაცოცხლებელ წყალს ისე ეპყრობოდნენ, როგორც უწმინდურ გუბურას - ტბაში ფეხებს იბანდნენ და ტანსაცმელს რეცხავდნენ. მოხუცს გული სტკიოდა, როცა ხედავდა, როგორ რა დღეში ჩააგდეს მისი მრავალწლიანი შრომის ნაყოფი, მაგრამ ვეღარაფერს შეცვლიდა - ხალხს ზუსტად ისეთი დამოკიდებულება ჰქონდა, როგორიც მან შეუქმნა, როცა თქვა, რომ ეს წვრილმანი რამ იყო.

ეს ამბავი გვასწავლის, რომ საკუთარი უნარების დაუფასებლობა არ შეიძლება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი მიღწევების პატივისცემა, რათა სხვებსაც ვასწავლოთ, ღირსეულად მოგვექცნენ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„აი რანაირად გულაობ, რომ არ სვამ, არც არაფერს იღებ, არც კლუბებში დადიხარ?...“ - რას წერს გურამ შეროზია ღამის ცხოვრებაზე

🎥 „სადა ბანაობ შვილო... შე ვირიშვილო?!“ - რატომ აკრიტიკებს ზურა ყიფშიძე შვილიშვილს

⭕ „სამოთხეში გავიღვიძეთ“- თიკა ფაცაცია, თაკო ჩხეიძე და ლიკა კვარაცხელია მალდივის კუნძულებზე ისვენებენ