Digest Logo

Artemis 2-ის ასტრონავტებმა მთვარეს შემოუფრინეს და დედამიწაზე ბრუნდებიან

1775571514
Artemis 2-ის ასტრონავტები

მისიამ Artemis 2 მოგზაურობის მიზანს მიაღწია. როგორც დაგეგმილი იყო, ეკიპაჟმა - აშშ-ის სამი ასტრონავტის (რიდ უაისმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი) და კანადელი ჯერემი ჰანსენის შემადგენლობით - მთვარესთან მინიმალურ მანძილზე, დაახლოებით 4 ათას კილომეტრზე ჩაიფრინა, დედამიწის თანამგზავრს გვერდი უკანა მხრიდან აუარა.

ასტრონავტები ისტორიაში პირველი ადამიანები გახდნენ, ვინც მთვარის უკანა მხარე საკუთარი თვალით ნახეს. ისინი რელიეფის თავისებურებებს ფოტოებს უღებდნენ და აღწერდნენ.

ამასთან, Artemis 2-მა დედამიწიდან ადამიანების ყველაზე დიდი მანძილით დაშორების რეკორდი მოხსნა, რომელიც 1970 წელს Apollo 13-ის მიერ იყო დამყარებული.

მთვარის გარშემო შვიდსაათიანი შემოვლის წარმატებით დასრულების შემდეგ მისიამ დედამიწაზე დაბრუნება დაიწყო. ისინი პლანეტაზე 10 აპრილს დაბრუნდებიან.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველა სიცოცხლეში ჩემი გქვია“ - ლიკუნა კუჭუხიძე გარდაცვლილ მეუღლეზე

⭕ „თუ ქალი ხარ და ამას კითხულობ, გთხოვ, სერიოზულად მიიღე...“ - რას წერს არუნ ხათრი

⭕„არსებობს ეგზისტენციალური სიცივე, რომელსაც დასავლური ფსიქოლოგია ვერ ხსნის...“ - რას წერს რამაზ გიგაური

წყარო: imedinews.ge