Digest Logo

„თუ ქალი ხარ და ამას კითხულობ, გთხოვ, სერიოზულად მიიღე...“ - რას წერს არუნ ხათრი

1775554462
არუნ ხათრი

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას სოციალურ ქსელში პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ქალებს რჩევებს უზიარებს:

„ყველა ქალი ძლიერია.

ის უვლის ოჯახს, პასუხისმგებლობებს, ემოციებს… ყველაფერს.

მაგრამ მის სხეულში… ძალიან ჩუმად შეიძლება რაღაც არღვევდეს მის ძალას.

მისი ძვლები. დასაწყისში არ არის ტკივილი. არ არის გამაფრთხილებელი ნიშნები, არ არის სიგნალი.

სიარული რთულდება, დგომა ხდება მტკივნეული, დამოუკიდებლობა ნელ-ნელა იკარგება და ყველაზე მძიმე - ეს არ მოხდა ერთ დღეში.

ეს წლების განმავლობაში ჩუმად გროვდებოდა.

რატომ არიან ქალები უფრო მაღალი რისკის ქვეშ:

  • რადგან ქალის სხეული მუდმივად გასცემს
  • მენსტრუაციის დროს — მინერალების დაკარგვა
  • ორსულობის დროს — ბავშვი იღებს კალციუმს
  • ძუძუთი კვების დროს — კიდევ უფრო მეტი დანაკარგი
  • მენოპაუზის შემდეგ — ესტროგენის შემცირება და ძვლების სწრაფი დასუსტება

ამას ემატება

  • კვების გამოტოვება
  • მუდმივი დიეტები
  • მზის ნაკლებობა
  • დაბალი პროტეინი

ჩაის და ყავის ჩანაცვლება ნამდვილი საკვების ნაცვლად და ნელ-ნელა… ძვლები ხდება სუსტი.

ის ზრუნავს ყველაზე, მაგრამ საკუთარ თავი ავიწყდება და სწორედ აქ იწყება პრობლემა.

თუ ქალი ხარ და ამას კითხულობ, გთხოვ სერიოზულად მიიღე - მხოლოდ კალციუმი საკმარისი არ არის.

შენ გჭირდება

  • ვიტამინი D მაგნიუმი შეწოვისთვის
  • ვიტამინი K2 რომ კალციუმი წავიდეს ძვლებში
  • პროტეინი ძვლების გასაძლიერებლად
  • იმოძრავე ყოველდღე - მარტივი სეირნობა იცავს შენს ძვლებს
  • მიიღე ნამდვილი საკვები
  • რძე, მაწონი, სეზამის მარცვლები, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, კაკალი
  • იზრუნე ბავშვებზეც

სუსტი ძვლები ბავშვობიდან იწყება ეს მხოლოდ ძვლებზე არ არის. ეს შენი თავისუფლებაა, შენი ძალა.

შენი შესაძლებლობა იცხოვრო დამოუკიდებლად, არ დაელოდო ტკივილს რომ გაგაღვიძოს. დაიწყე დღესვე“, - წერს არუნ ხათრი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არსებობს ეგზისტენციალური სიცივე, რომელსაც დასავლური ფსიქოლოგია ვერ ხსნის...“ - რას წერს რამაზ გიგაური

🎥 „ეშმაკი ატარებს პრადას“ ფილმის ფინალური თრილერი გამოქვეყნდა

⭕„ამ დღეს, ღვთისმშობელს ეუწყა „მესიის“ განკაცება მთავარანგელოზ გაბრიელის ენით“ - გიორგი ლობჯანიძე ხარების დღესასწაულზე